ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ ტუროპერატორებს საერთაშორისო კვლევების შედეგები გააცნო, რომლის მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ტურისტულად მზარდი ქვეყნებისსიაშია.
საერთაშორისო კვლევითი პორტალის, Numbeo-ს მონაცემებით, 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსებისმიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიციაორი საფეხურით გაიუმჯობესა და მე-5 ადგილი დაიკავა.
“ავტორიტეტული პორტალის, Numbeo-ს მონაცემებით, საქართველომ უსაფრთხოქვეყანების რეიტინგში ორი ადგილით წინ გადავიდა და ჩვენ მსოფლიოს 125 ქვეყანას შორისმე-5 ადგილს ვიკავებთ.
ეს არის ძალიანმნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტი ტურისტისმოზიდვას, ასევე ახალი სამუშაო ადგილებისშექმნას. აღსანიშნავია, რომ საქართველომ გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესტონეთი, შვედეთი, შვეიცარია, ავსტრია და ა.შ. ამ ფონზე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს კიდევ უფრომეტი ტურისტი ეწვევა”-განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიში შეაფასა, რომლის მიხედვითაც საქართველომ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტურისტული ქვეყანაა.
კომენტარები