„გირჩის“ ლიდერი სოციალურ ქსელში „ჭუჭუს წელვის“ კონსტიტუციურად შეზღუდვის ინიციატივით გამოდის.
„დავითაშვილი, ინაშვილი, მოროშკინა ითხოვენ კონსტიტუციით აიკრძალოს თვითდაზიანება და თვითდეგრადაცია. ენმ და 64 სხვა პარტია ითხოვენ კონსტიტუციით აიკრძალოს ნებისმიერი მცენარის კულტივაცია, რომლისგანაც შეიძლება დამზადდეს ნარკოტიკი. საპატრიარქო ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია.
„გირჩი“ ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ჭუჭუს წელვა 1 სანტიმეტრზე მეტ მანძილზე და დაშვებული იყოს მხოლოდ საკუთარ სახლში, ისიც მხოლოდ მოზარდების არ ყოფნის პირობებში“, – წერს ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.
დავითაშვილი, ინაშვილი, მოროშკინა ითხოვენ კონსტიტუციით აიკრძალოს თვითდაზიანება და თვითდეგრადაციაენმ და 64 სხვა პარტია…
Posted by Zurab Girchi Japaridze on ოთხშაბათი, 26 სექტემბერი, 2018
კომენტარები