აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერგამოქვეყნებული განახლებული „აზიისგანვითარების შეფასების ანგარიშის” (Asia Development Outlook) მიხედვით, ბანკმა 2018 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდისპროგნოზი 4.5%-დან 4.9%-მდე, ხოლო 2019 წლისპროგნოზი 4.7%-დან 5.0%-მდე გააუმჯობესა.
აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზისგაუმჯობესება განპირობებულია მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდით2018 წლის პირველ ნახევარში და ინვესტიციებისზრდით, რაც ქვეყნის ბიზნეს გარემოს მიმართკერძო სექტორისა და ინვესტორთა პოზიტიურიგანწყობის შედეგია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, „ესანგარიში მიუთითებს იმ დადებით შეფასებაზე, რომელსაც ჩვენ გვაძლევს ისეთი მნიშვნელოვანიინსტიტუტი, როგორიცაა აზიის განვითარებისბანკი და იმ პოზიტივზე, თუ როგორ უყურებს საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებასაქართველოსა და მის მომავალს.”
აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2019 წელს პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდებაროგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნისთვალსაზრისით. ანგარიშის თანახმად,
საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყომრეწველობის და მომსახურების სექტორში დაფიქსირებულმა მაღალმა ზრდამ. პოზიტიურიტენდენციები კვლავ გრძელდება ტურიზმის სექტორში. რაც შეეხება ეკონომიკის მოთხოვნისმხარეს, გაიზარდა სახელმწიფოს დანახარჯები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გაუმჯობესდა კერძო ინვესტიციებისა დამოხმარების მაჩვენებლები.
აზიის განვითარების ბანკი ყურადღება სამახვილებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალსაზრის ით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე.
მცირე და საშუალო ბიზნესისკონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობსსაგადასახადო შეღავათები და დღგ-სზედმეტობების დაბრუნება.
კომენტარები