პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)ხელმძღვანელს, ჯონ დიპიროს და ქალთა დემოკრატიის ქსელის (Women’s Democracy Network) დირექტორს ვალერი ბოულინგს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო ქალთა დემოკრატიის ქსელის საქართველოში მომავალი საქმიანობის პერსპექტივები.
„დღესდღეობით, ქალთა დემოკრატიის ქსელის ორგანიზაცია, რომელიც 12 წელია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ბაზაზეარსებობს, ემსახურება ქალთა როლის გაძლიერებას მსოფლიოს მასშტაბით და ეხმარება ახალგაზრდებს განავითარონ საჭირო უნარებიიმისათვის,
რომ აქტიურად ჩაერთონ მთავრობის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის საქმიანობაში. საქართველომათთვის განიხილება, როგორც პოტენციური ქვეყანა, სადაც მათი წარმომადგენლობა შეძლებს ახალგაზრდების გადამზადებას”,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.
კომენტარები