რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სააკაშვილის მთავრობა ადასტურებს, რომ ცეცხლი ცხინვალის მიმართულებით საქართველომ გახსნა. 1tv.ge-ის ინფორამციით, ამის შესახებ ხაინდრავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ხელთ მაქვს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2008 წლის 2 ოქტომბერს მიღებული დოკუმენტი – რეზოლუცია N1633, რომელსაც ხელს აწერენ გიგა ბოკერია, პეტრე ცისკარიშვილი, ელენე თევდორაძე, ლევან ბერძენიშვილი. დოკუმენტის მეხუთე მუხლში ვკითხულობთ: „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია“.
ეს არის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელსაც ხელს აწერს ბოკერია და რომელიც ადასტურებს იმას, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს. მეოთხე, მეექვსე მუხლიც არის, სადაც ეს ყველაფერი აღწერილია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
კომენტარები