NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრემიერი გაეროს გენმდივანს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე ესაუბრა

პრემიერი გაეროს გენმდივანს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე ესაუბრა

25 სექ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 433 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლზე კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაეროს შტაბბინაში გაიმართა.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების გააქტიურების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატების ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას. პრემიერმა გაეროს მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ერთგულია და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

პრემიერმინისტრმა ანტონიო გუტიერეში საქართველოში მიიწვია. გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო ორგანიზაციის მეგობარია და მზადყოფნა გამოთქვა, თბილისს პირველივე შესაძლებლობისთანავე ეწვიოს.

კომენტარები

ბახტაძე გაერო მამუკა ბახტაძე სამშვიდობო ინიციატივა 2018-09-25
Tags ბახტაძე გაერო მამუკა ბახტაძე სამშვიდობო ინიციატივა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა ბახტაძე: არავინ ისე არ აფასებს მშვიდობას, როგორც ის, ვინც მისი ნაკლებობა საკუთარ თავზე განიცადა

შემდეგი სტატია

„ეს არის მართლაც ზღვარგადასული ცილისმწამებლური კამპანია“

მსგავსი სტატიები

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცემისთვის ბრალდერბულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცემისთვის ბრალდერბულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

11 ოქტ 2017
სოფიკო შევარდნაძე რუსეთის ცენტრალურ არხზე თოქ-შოუს წამყვანი ხდება

სოფიკო შევარდნაძე რუსეთის ცენტრალურ არხზე თოქ-შოუს წამყვანი ხდება

21 ნოე 2017
შემდეგი მოწვევის პარლამენტში მყარი უმრავლესობით მოვალთ, სადღაც 90 მანდატის აღება არ გაგვიჭირდება

შემდეგი მოწვევის პარლამენტში მყარი უმრავლესობით მოვალთ, სადღაც 90 მანდატის აღება არ გაგვიჭირდება

ირაკლი შალიკაშვილი 12 მარ 2020

უახლესი ამბები

  • დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

    დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

  • იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

    იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

  • დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

    დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

  • პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

    პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

  • ლილი ფოფხაძე: ბაბუა

    ლილი ფოფხაძე: ბაბუა

  • ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

    ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge