NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„პალიტრამედიას“ სტამბაში მთავარი პროკურატურის გამომძიებლები შევიდნენ

„პალიტრამედიას“ სტამბაში მთავარი პროკურატურის გამომძიებლები შევიდნენ

25 სექ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, სამართალი 970 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„პალიტრამედიას“ სტამბაში (შპს „კოლორპაკი“), მთავარი პროკურატურის გამომძიებლები შევიდნენ და 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით „სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია (დედანი)“ მოითხოვეს. ამასთან დაკავშირებით „პალიტრამედია“ განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ, რომ 24 სექტემბერს, ჩვენთვის უცნობი, საქმე N 074210818803-ის გამოძიების მოტივით, „პალიტრამედიას“ სტამბაში (შპს „კოლორპაკი“), შევიდნენ მთავარი პროკურატურის გამომძიებლები და მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით „სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია (დედანი)“ – ციტატა განჩინებიდან.

„პალიტრამედია“ აცხადებს: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის გაუგებარია, რას ემსახურება და რა აუცილებლობით არის განპირობებული კომპანიიდან დოკუმენტაციის ძირფესვიანად ამოღება; მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უფლება ზ.ა. განჩინება გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში, გადავწყვიტეთ გასაჩივრების და გართულების გარეშე გადავცეთ პროკურატურას მოთხოვნილი მონაცემები, ვინაიდან როგორც წლების წინ, წინა ხელისუფლების პერიოდში 2011 წელს, „პალიტრამედიას“ ტოტალური შემოწმებისას ვიყავით დარწმუნებული ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობაში (რაც მაშინ, შემოწმების შედეგებმაც დაადასტურა), ახლაც ზუსტად ისევე ვართ საკუთარი ქმედებების კანონიერებასა და გამჭვირვალობაში დარწმუნებული.

ამავე დროს, გვსურს განვაცხადოთ, რომ ყველა დოკუმენტის დედანი გადაეცემა პროკურატურას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ, უახლოეს დღეებში გაკეთდება მათი ასლები და მოხდება თითოეულის ნოტარიული დამოწმება.

„პალიტრამედია“ ყურადღებით დააკვირდება ამ პროცესს და მაქსიმალურად სრულად და გამჭვირვალედ ვაცნობებთ საზოგადოებას საქმის განვითარების ყოველი ახალი დეტალის შესახებ“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

გამოძიება კვირის პალიტრა კოლორპაკი პალიტრამედია პროკურატურა 2018-09-25
Tags გამოძიება კვირის პალიტრა კოლორპაკი პალიტრამედია პროკურატურა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხაინდრავა: ვაშაძეს რუსეთის პასპორტი ვერ გავაგდებინეთ და დღეს მოღალატეს ეძახის სალომე ზურაბიშვილს

შემდეგი სტატია

ელექტრომომარაგება 26 სექტემბერს დროებით შეიზღუდება

მსგავსი სტატიები

„რუსთავი 2“: „პატრიოტთა ალიანის“ წევრები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოლაპარაკებებს მართავენ

„რუსთავი 2“: „პატრიოტთა ალიანის“ წევრები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოლაპარაკებებს მართავენ

სოსო ელისაშვილი 07 მარ 2018

ბახმაროში სახალხო დღესასწაული აღინიშნება

19 აგვ 2017
ქეთი დოლიძე: ჯერ კიდევ მაქვს ირაკლი ღარიბაშვილის იმედი. კულტურის მინისტრის იმედი არ მაქვს

ქეთი დოლიძე: ჯერ კიდევ მაქვს ირაკლი ღარიბაშვილის იმედი. კულტურის მინისტრის იმედი არ მაქვს

ნინო ჩხეიძე 04 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

    საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

  • იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

    იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge