NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»N74 ბაგა-ბაღში სკოლამდელი განათლების დამხმარე სასწავლო პროგრამა „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ დაინერგება

N74 ბაგა-ბაღში სკოლამდელი განათლების დამხმარე სასწავლო პროგრამა „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ დაინერგება

25 სექ 2018 ახალი ამბები 971 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად, იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია სკოლამდელი განათლების პროგრამებში ნეიროპლასტიურობის მეთოდიკის ინტეგრირება.

ნეიროპლასტიურობა და განათლება ნეირომეცნიერების უახლეს მიღწევებსა და კვლევებზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდოლოგიაა, რომელიც მოიცავს 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან ყოველდღიური მუშაობის პროცესში იმგვარი აქტივობების, ვარჯიშებისა და თამაშების განხორციელებას, რაც ხელს უწყობს ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობების, მეხსიერებისა და სხვა გონებრივი უნარების გააქტიურებასა და განვითარებას.

როგორც ცნობილია, 2-6 წელი სწორედ ის ასაკია, როდესაც ყველაზე დიდი სიხშირით ხდება ადამიანის გონებაში ნეირონული კავშირების აღმოცენება. ამ პროცესის გააქტიურება სპეციალური აქტივობებით, ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.

აღნიშნული საკითხი განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აღმზრდელ-პედაგოგების ტრენინგ-მოდულშიც შევიდა და სამომავლოდ, მისი განხორციელება მასშტაბურად იგეგმება.

პროექტის პირველი ეტაპი N74 ბაგა-ბაღში პერსონალის გადამზადებით დაიწყო. ტრენინგები ტარდება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით, რომლის დასრულების შემდეგ, გადამზადებული აღმზრდელები კურსის პრაქტიკაში განხორციელებას შეუდგებიან. პარალელურად, მოხდება გადამზადებული აღმზრდელების მიერ ნეიოროპლასტიურობის აქტივობების განხორციელების მონიტორინგი.

კომენტარები

ბაგა-ბაღები 2018-09-25
Tags ბაგა-ბაღები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

შემდეგი სტატია

კახიძე: მერაბიშვილი პატიმრობაში ყავდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს არალეგიტიმური მიზნებით

მსგავსი სტატიები

პრემიერმა ახალი ბიზნესომბუდსმენი წარადგინა

პრემიერმა ახალი ბიზნესომბუდსმენი წარადგინა

25 იან 2018
ბარნოვის 77-ში 22 წლის გოგოს ყელი გამოჭრეს

ბარნოვის 77-ში 22 წლის გოგოს ყელი გამოჭრეს

13 აპრ 2018
Reuters: პომპეო საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება, რუსეთს კი ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

Reuters: პომპეო საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება, რუსეთს კი ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

22 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge