NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კობახიძე: დემოკრატია, თავისუფლება და ტოლერანტობა არის ჩვენი კულტურის ნაწილი

კობახიძე: დემოკრატია, თავისუფლება და ტოლერანტობა არის ჩვენი კულტურის ნაწილი

25 სექ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 352 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„მჯერა, რომ ქვეყნები ერთმანეთს უნდა ეჯიბრებოდნენ არა ძალით, აგრესიითა თუ ზეწოლით, არამედ, უკეთესი საგანმანათლებლო სისტემით და კულტურით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომას მასპინძლობს. ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების კომიტეტის სხდომას საქართველოში. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც ევროპის საბჭო და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეფუძნება.

ჩვენთვის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია განათლების, კულტურის, მედიის და მეცნიერების პოპულარიზაცია.

ვამაყობთ ჩვენი კულტურით, ვამაყობთ კულტურის ისტორიით და ჩვენი მიზანია, მეგობრებს ჩვენი კულტურა გავაცნოთ. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, რომ განვავითაროთ განათლების სისტემა. გვჯერა, რომ კარგად განათლებულ საზოგადოებას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია მსოფლიოს გაუმჯობესებაში. გვჯერა, რომ ქვეყნები ერთმანეთს უნდა ეჯიბრებოდნენ არა ძალით, აგრესიითა თუ ზეწოლით, არამედ, უკეთესი საგანმანათლებლო სისტემით და კულტურით. ამ შემთხვევაში, მსოფლიო იქნება ბევრად უკეთესი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციისა, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი ქვეყანა პროგრესირებს, ვითარდება და ჩვენ წინა რიგებში ვდგავართ არა მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების განვითარების, არამედ ეკონომიკური სისტემის გაძლიერების კუთხით. ძალიან ვამაყობთ ამ მიღწევებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო იმავე ღირებულებებს იზიარებს, რაზეც ევროპის საბჭოა დაფუძნებული. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დემოკრატია, თავისუფლება და ტოლერანტობა ქართული კულტურის ნაწილია.

„ჩვენ ვეთანხმებით და ვეფუძნებით ყველა იმ ღირებულებას, რომელზეც არის დაფუძნებული ევროპის საბჭო. ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატია, თავისუფლება და ტოლერანტობა ასევე არის ჩვენი კულტურის ნაწილი და რა თქმა უნდა, ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს რეგიონში ეს ღირებულებები იყოს პატივცემული”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

ევროსაბჭო ირაკლი კობახიძე 2018-09-25
Tags ევროსაბჭო ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ეს არის მართლაც ზღვარგადასული ცილისმწამებლური კამპანია“

შემდეგი სტატია

„თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანში გაფართოვებას განაგრძობს

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სანაპირო დაცვამ 18.5 ტონა, 500 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი ამოიღო

17 ნოე 2018
“მავნებლობა!” – ბიზნესმენები იმპორტის გადასახადის ვადის 30-დან 5 დღემდე შემცირებას აფასებენ

“მავნებლობა!” – ბიზნესმენები იმპორტის გადასახადის ვადის 30-დან 5 დღემდე შემცირებას აფასებენ

ირაკლი შალიკაშვილი 06 ივნ 2019
მოსამართლეთა ამ სიაში ყოფნა ნებისმიერი ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია

მოსამართლეთა ამ სიაში ყოფნა ნებისმიერი ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია

ირაკლი შალიკაშვილი 02 დეკ 2019

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge