NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების უფროსების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების უფროსების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

24 სექ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 593 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის თბილისის სასახლე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების უფროსების ორდღიან სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. ექვსი ქვეყნის: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინის და ბელორუსის პარლამენტების აპარატის უფროსები სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს განიხილავენ და „თბილისის მემორანდუმს” გააფორმებენ.

სამუშაო შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატების ხელმძღვანელების შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა იდეების გასაცვლელად, პარლამენტებს შორის კავშირების გასაძლიერებლად და ჩვენი ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებაში მეტი წვლილის შესატანად”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ წარმატებულად ვთანამშრომლობთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) და მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის მხარდაჭერისთვის. მინდა,  მადლობა გადავუხადო  საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელს, გივი მიქანაძეს მისი პერსონალური წვლილისთვის და ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ჩვენ მივესალმებით სხვადასხვა ინიციატივას ამ პლატფორმის ფარგლებში, მათ შორის, საზაფხულო და ზამთრის საპარლამენტო აკადემიებს, რაც, რა თქმა უნდა, შემდგომ გააძლიერებს პროფესიონალურ კავშირებს პარლამენტებს შორის, ასევე, გააძლიერებს ხალხთაშორის ურთიერთობას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

აღმოსავლეთ პარტნიორობა 2018-09-24
Tags აღმოსავლეთ პარტნიორობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: ფარული ჩანაწერები ვისი სტილიც არის, ვიცით და საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი საარჩევნო პროცესებს

შემდეგი სტატია

ინდონეზიელმა თინეიჯერმა შუა ზღვაში მოტივტივე ქოხში 49 დღე გაძლო

მსგავსი სტატიები

შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი ეწყობა

17 სექ 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

28 თებ 2018
პირველად საქართველოში სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოება დაიწყება

პირველად საქართველოში სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოება დაიწყება

სოსო ელისაშვილი 22 მარ 2018

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge