NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სუს-მა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი დააკავა

სუს-მა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი დააკავა

24 სექ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, სამართალი 677 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

თავის მხრივ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“ – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

გია თვალავაძე სუს ჯანდაცვის სამინისტრო 2018-09-24
Tags გია თვალავაძე სუს ჯანდაცვის სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახეთში მევენახეების შემოსავალმა 204 მლნ ლარს გადააჭარბა

შემდეგი სტატია

სოფიო ქაცარავა: მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე საჭიროა მკაფიო გავხადოთ კავშირი შიდა რეფორმებსა და საგარეო პოლიტიკას შორის

მსგავსი სტატიები

ოცნების“ ყველა პრემიერი ამბობდა, რომ კორუფცია კი არ არის მავნე ჩვევა, რომელსაც უნდა ებრძოლო, არამედ ეს არის ქართულ-ჯიგრული ამბავი

ოცნების“ ყველა პრემიერი ამბობდა, რომ კორუფცია კი არ არის მავნე ჩვევა, რომელსაც უნდა ებრძოლო, არამედ ეს არის ქართულ-ჯიგრული ამბავი

ირაკლი შალიკაშვილი 08 ივნ 2020

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

13 ოქტ 2017
თორნიკე რიჟვაძე: უმკაცრესი რეაგირება იქნება ნებისმიერ კანონს მიღმა ქმედებაზე

თორნიკე რიჟვაძე: უმკაცრესი რეაგირება იქნება ნებისმიერ კანონს მიღმა ქმედებაზე

ნინო ჩხეიძე 05 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

    მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

  • რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

    რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

  • უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

    უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

  • “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

    “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

  • შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

    შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

  • თამარ კორძაია: …ამიტომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ერთი პატიმარი, თქვენს კარიერას გაანადგურებს

    თამარ კორძაია: …ამიტომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ერთი პატიმარი, თქვენს კარიერას გაანადგურებს

  • ჩინეთმა რუსეთში რეგისტრირებული 2 ავიაკომპანიის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა

    ჩინეთმა რუსეთში რეგისტრირებული 2 ავიაკომპანიის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა

  • ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ხელისუფლება, რომ არ მოსულიყო, დღეს არავითარი შანსი არ იქნებოდა არათუ ევროკავშირში ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა

    ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ხელისუფლება, რომ არ მოსულიყო, დღეს არავითარი შანსი არ იქნებოდა არათუ ევროკავშირში ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა

  • რუსეთი აფხაზეთთან „საკონტროლო-გამშვებ“ პუნქტებს აუქმებს

    რუსეთი აფხაზეთთან „საკონტროლო-გამშვებ“ პუნქტებს აუქმებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge