ბიუროს წევრებმა, 3-5 ოქტომბრის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
პირველი, მეორე და მესამე მოსმენით განსახილველ კანონპროექტებთან ერთად პარლამენტი მოისმენს კომიტეტების მიერ წარდგენილ წლიური საქმიანობის ანგარიშებს.
ბიურომ ასევე იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელთა განხილვაც მიმდინარე კვირიდან კომიტეტებში დაიწყება.
ბიურომ განიხილა საორგანიზაციო საკითხებიც. მათ შორის კომიტეტების მიმართვა გარკვეული კანონპროექტების განხილვის ვადების გაგრძელების თაობაზე.
სხდომის დასასრულს, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ „ომეგა” ჯგუფთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერების გავრცელების თაობაზე გააკეთა განცხადება და საკითხთან მიმართებაში საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციით დაინტერესდა.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი დაინტერესებულია საკითხის ობიექტური შესწავლით.
„ფარულ ჩანაწერები ვისი სტილია, კარგად გვახსოვს.მუდმივად ვრცელდება ორ-ორი ადამიანის ჩანაწერი, რომელთაგანარცერთს არ აქვს კავშირი პარტია „ქართულ ოცნებასთან” და ეს იწვევს,პარტიის დისკრედიტაციას. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში,ჩვენს ინტერესებშია, რომ შესწავლილი იყოს ეს საკითხი”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლიკობახიძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარის,გიორგი ლომიას „ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით გაკეთებულგანცხადებას.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა საარჩევნო პროცესებს.
„ეს საარჩევნო კამპანია წარიმართება ძალიან მძიმედ, იმ სტილში, რასტილიც ჩვენ გვახსოვს, განსაკუთრებით, 2012 წლიდან. რაც შეეხებაფარულ ჩანაწერებს, ესეც ვისი სტილია, კარგად გვახსოვს. მუდმივადვრცელდება ორ-ორი ადამიანის ჩანაწერი, რომელთაგან არცერთს არაქვს კავშირი პარტია „ქართულ ოცნებასთან” და ეს იწვევს, რა თქმაუნდა პარტიის დისკრედიტაციას. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ შესწავლილი იყოს ეს საკითხი, დაყველაფერს მოეფინოს ნათელი.
ვისი სტილიც არის, ეს ვიცით დასაეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი საარჩევნო პროცესებს. კიდევერთხელ, ორ-ორი კაცი, გაუგებარია, რატომ, როგორ, ახსენებს„ქართულ ოცნებას”, ახდენს დისკრედიტაციას, აქედან გამომდინარე,პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ იმ ძალებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან ასეთ რაღაცეებს, გაეცეს პასუხი გამოძიებისმხრიდან”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროსსხდომაზე.
კომენტარები