NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აზეულას ციხესიმაგრე მხატვრულად განათდა

აზეულას ციხესიმაგრე მხატვრულად განათდა

24 სექ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 772 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად, აზეულას ციხესიმაგრის ტურისტული მარშრუტისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას დაესწრო.

მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ციხესიმაგრე მხატვრულად განათდა, მოწესრიგდა მისკენ მიმავალი გზა, მოეწყო გზის მაჩვენებლები და საინფორმაციო დაფები, გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა ლედ სანათები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა იუნკერთა მემორიალს და ციხეზე ასასვლელ ლითონის კიბეს.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ამ პროექტის ფარგლებში მთაწმინდის რაიონის გამგეობა აქტიურად თანამშრომლობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. მინდა მადლობა გადავუხადო ამ უწყებებს თანამშრომლობისთვის. პროექტის ღირებულება დაახლოებით 200 000 ლარია და დღეის მდგომარეობით, მიმდებარე ტერიტორია სრულად არის განახლებული. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მსგავსი სახის ინფრასტრუქტურული ღონისძიებები პირდაპირ კავშირშია მეტი ტურისტის მოზიდვასთან. ასეთი პროექტები უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქალაქს ტურისტებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობამ „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად შეასრულა. პროექტის განხორციელებაში, ასევე, ჩართული იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

პრეზენტაციას, სხვა სტუმრებთან ერთად, ამავე უწყებების ხელმძღვანელები – ნიკოლოზ ანთიძე და გიორგი ჩოგოვაძე, ასევე, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში – ჯაბა ჯიშკარიანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

აზეულას ციხესიმაგრე განათების ქსელი თბილსერვის ჯგუფი 2018-09-24
Tags აზეულას ციხესიმაგრე განათების ქსელი თბილსერვის ჯგუფი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„გამოუშვით ვანო მერაბიშვილი, თქვე ნაძირლებო!“

შემდეგი სტატია

შსს-მ ნინოწმინდაში სლოტ კლუბის ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

მსგავსი სტატიები

თავდასხმა “რუსთავი2”-ის ჟურნალისტზე – დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს

თავდასხმა “რუსთავი2”-ის ჟურნალისტზე – დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს

25 იან 2019
სააპელაციო სასამართლომ  ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის” საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის” საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა

27 ივლ 2018
საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა

საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა

07 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

  • “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

    “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

  • მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

    მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

  • გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

    გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

  • ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

    ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

  • დღე ისტორიაში – 22 მარტი

    დღე ისტორიაში – 22 მარტი

  • პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

    პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

  • იენს სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული – პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

    იენს სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული – პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

  • CNN: სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს

    CNN: სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge