NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ადვოკატები: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვანო მერაბიშვილს ამ ეტაპზე არავითარი მკურნალობა არ უტარდება

ადვოკატები: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვანო მერაბიშვილს ამ ეტაპზე არავითარი მკურნალობა არ უტარდება

24 სექ 2018 ახალი ამბები, სამართალი 368 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვანო მერაბიშვილს ამ ეტაპზე არავითარი მკურნალობა არ უტარდება, – ამის შესახებ შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ადვოკატები უარყოფენ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებას, რომ ვანო მერაბიშვილს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მერაბიშვილს რამდენჯერმე პენიტენციურ დაწესებულებაში არასწორი დიაგნოზი დაუშვეს და მკურნალობაც არასწორად მიმდინარეობდა. ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გვამცნეს, რომ ვანო მერაბიშვილს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ამ ეტაპზე არავითარი მკურნალობა არ უტარდება, რასაც მოწმობს სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან გამოგზავნილი 13 სექტემბრის წერილი. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა აგვისტოში დამძიმდა. 15 აგვისტოს მას დაუსვეს რინიტის დიაგნოზი და დაუნიშნეს ნაზონექსით (ცხვირის „სპრეი“) მკურნალობა. მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 17 აგვისტოს მას დაუსვეს ახალი “დიაგნოზი” – კონიუნქტივიტი და ამჯერად დაუნიშნეს თვალის წვეთებით მკურნალობა. როგორც მოსალოდნელი იყო, მერაბიშვილის დიაგნოზი ბევრად უფრო მძიმეა და უფრო კომპლექსურ დიაგნოზს და მკურნალობას საჭიროებს, ვიდე ცხვირის „სპრეი“ და თვალის წვეთები და შესაბამისად, არც პირველ და არც მეორე მკურნალობას შედეგი არ გამოუღია. პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ვიზუალურად მოხდა სახის დეფორმირება, ასევე ამას დაერთო სუნთქვის პრობლემები – პაციენტი პრაქტიკულად ვერ სუნთქავს ცხვირით. 12 სექტემბერს პაციენტი კიდევ ერთხელ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც დაუდგინეს ჰორნერის სინდრომი, ადრე აღმოჩენილ დაავადებებთან ერთად. შეგახსენებთ, ჰორნერის სინდრომი გახლავთ სახის ნაწილობრივი დამბლა. ბოლო დიაგნოსტიკის შემდეგ, 13 სექტემბერს, სასჯელაღსრულების სამინისტრომ გვაცნობა, რომ დამატებითი დაავადების დადგენის შემდეგ, მერაბიშვილი მკურნალობას არ საჭიროებს. ამ დროს, მისი მდგომარეობა განუწყვეტლივ მძიმდება. დღემდე უცნობია, თუ რამ გამოიწვია ჰორნერის სინდრომი და სხვა რა სახის გამწვავება შეიძლება იქონიოს ამ დაავადებამ. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პაციენტის მდგომარეობა არის უფრო მძიმე ვიდრე ეს ასახულია სასჯელაღსრულების დოკუმენტში და ვანო მერაბიშვილს აქვს გარე ინტოქსიკაციის ნიშნები. მოვლენათა ეს თანმიმდევრობა იძლევა მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას – მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ როგორც მინიმუმ, მერაბიშვილის მკურნალობა და დიაგნოსტირება წავიდეს მცდარი გზით. მოვითხოვთ, რომ ვანო მერაბიშვილი სასწრაფო წესით იქნას გადაყვანილი სამოქალაქო მრავალპროფილურ სტაციონარულ დაწესებულებაში და მოგვეცეს სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალება“, – აღნიშნულია ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი 2018-09-24
Tags ვანო მერაბიშვილის ადვოკატი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე რომან გოცირიძეს: ევროპა, ნატო და დასავლეთი ისევეა თქვენთვის ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან

შემდეგი სტატია

„აგრესიის კანალიზაცია ხდება სწორედ ფიზიკური აღზრდით და ვარჯიშით“

მსგავსი სტატიები

ბიბილოვი: „სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს რუსეთის შემადგენლობაში“

ბიბილოვი: „სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს რუსეთის შემადგენლობაში“

სოსო ელისაშვილი 16 მარ 2018

მდინარაძე: უგულავას გვერდით მდგომი ადამიანებიდან ოცნების წევრი არცერთია

სოსო ელისაშვილი 14 ოქტ 2018
ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ დიდი პირადი რესურსი დახარჯა უნიკალური დენდროლოგიური პარკის მშენებლობისთვის, რომელიც ქვეყანას, ხალხს დარჩება

ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ დიდი პირადი რესურსი დახარჯა უნიკალური დენდროლოგიური პარკის მშენებლობისთვის, რომელიც ქვეყანას, ხალხს დარჩება

30 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

  • გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

    გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge