NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»“შეიძლება იყოს სიმსივნე, თვალის დამბლა – ყველაფერი უნდა გამოირიცხოს, ამიტომ ვითხოვთ, ვანო მერაბიშვილს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდეს”

“შეიძლება იყოს სიმსივნე, თვალის დამბლა – ყველაფერი უნდა გამოირიცხოს, ამიტომ ვითხოვთ, ვანო მერაბიშვილს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდეს”

24 სექ 2018 სამართალი 767 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებით, დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი, რათა გამოირიცხოს ისეთი მძიმე დაავადებების ვერსიები, როგორიცაა სიმსივნე და თვალის დამბლა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დაცვის მხარისთვის მიწოდებულ სამედიცინო დოკუმენტაციას ექიმები სწავლობენ, რათა კონკრეტულად გაირკვეს, თუ რა დაავადება დაუდგინდა მერაბიშვილს. გიორგი ჩივიაშვილი ვანო მერაბიშვილის დამატებით გამოკვლევებზე გადაყვანასაც მოითხოვს.

„ამ დიაგნოზებს ჩვენ თვითონაც ვერ ვიგებთ, ყველა კითხვას ექიმებმა უნდა უპასუხონ. ბუნებრივია, ჩვენ მოვითხოვთ დამატებით კვლევებს. თუ ეს არის დიაგნოზი, ორი თვის განმავლობაში შედეგი უნდა ყოფილიყო. შედეგი არ არის“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ინტოქსიკაციის ვერსიას, ადვოკატის თქმით, ამასთან დაკავშირებით ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც შს ყოფილი მინისტრის მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.

„ჩვენ არ ვამტკიცებთ არაფერს. არსებობს უამრავი ვერსია და სანამ სრულყოფილად არ იქნება დადგენილი ეს ვერსიები, ეჭვები იარსებებს. ჩვენი ეჭვები გააჩინა იმან, რომ 2 თვეზე მეტია ადამიანს მკურნალობენ და იგივე მდგომარეობაშია. ამიტომ ყველაფერი უნდა გამოირიცხოს. აქ უნდა გამოირიცხოს ინტოქსიკაციაც, სიმსივნეც და კიდევ ბევრი რამ. ჰორნერის დაავადება შეიძლება იყოს ფილტვის კიბო, თავის სიმსივნე, ანუ ბევრი რამ შეიძლება იყოს, რომელიც უნდა გამოირიცხოს. გვეუბნებიან, რომ მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიაში არ ჩანს სიმსივნე, შესაბამისად, შეიძლება იყოს სხვა რამ, იგივე თვალის დამბლა“, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის დასმულ დიაგნოზს ასაჯაროვებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მერაბიშვილს ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი დაუდგინდა. ამასთან სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

კომენტარები

TOP ადვოკატი ვანო მერაბიშვილი პატიმარი 2018-09-24
Tags TOP ადვოკატი ვანო მერაბიშვილი პატიმარი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-მ ნინოწმინდაში სლოტ კლუბის ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შემდეგი სტატია

სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე შვიდი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მიეცა

მსგავსი სტატიები

შსს: აბაშიძეზე სროლის შედეგად არავინ დაშავებულა

შსს: აბაშიძეზე სროლის შედეგად არავინ დაშავებულა

15 ივნ 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს იტალიის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

17 ოქტ 2017

სოფელ ლამბალოში17 წლის გოგო სრულწლოვანმა ბიჭმა მოიტაცა

სოსო ელისაშვილი 13 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge