NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე: პარლამენტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს დაფუძნებული დედაქალაქში

ირაკლი კობახიძე: პარლამენტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს დაფუძნებული დედაქალაქში

22 სექ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 366 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ჩვენ ვაძლიერებთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ყოველდღიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის, რაც შეუძლებელია, პრაქტიკულად, იმ პირობებში, როდესაც მთავრობა არის ერთ ქალაქში და პარლამენტი მეორე ქალაქში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც მმართველმა გუნდმა პარლამენტის თბილისში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ასეთი არგუმენტი ბევრია.

„იყო დისკუსია გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით. დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა პარლამენტის თბილისში გადმოტანას და ეს გახდა საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიზეზი. არგუმენტი არის მრავალი, მათ შორის, ისიც, რომ პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას ნამდვილად წაადგება ერთ შენობაში მისი არსებობა, პარლამენტის სასახლე არ არის მარტო სამუშაო ადგილი, ერთგვარი ოფისი პარლამენტისთვის. ეს არის მისი ერთერთი სიმბოლო და შესაბამისად, პარლამენტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს დაფუძნებული დედაქალაქში. ჩვენ გვქონდა თავიდანვე ამაზე საუბარი. საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ, ვადებზე და საბოლოო ჯამში, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შევჯერდით იმაზე, რომ პარლამენტი გადმოვა უკვე 1 იანვრიდან  თბილისში. არის არაერთი არგუმენტი, მათ შორის, ჩვენ ვაძლიერებთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ყოველდღიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის, რაც შეუძლებელია, პრაქტიკულად, იმ პირობებში, როდესაც მთავრობა არის ერთ ქალაქში და პარლამენტი მეორე ქალაქში. არის არაერთი არგუმენტი, რომელიც მთლიანობაში მეტყველებს იმაზე, რომ ჯობია, იყოს პარლამენტი დედაქალაქში. იყო ვადებზე საუბარი და საბოლოოდ, ვადად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვარი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება პარლამენტის ქუთაისის სასახლეს, მისი თქმით, შესაძლოა შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთგვარი რეგიონული ჰაბი გახდეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ მან უზრუნველყოს ამ შენობისთვის ახალი ფუნქციის მინიჭება – საუბარია იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გადატანაზე და ასევე, ერთგვარი რეგიონული ჰაბი შეიძლება გახდეს ეს შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ვფიქრობ, რომ ამ ფუნქციისთვის არის განკუთვნილი ეს შენობა და შესაძლებელია სათანადოდ მისი დატვირთვა”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დაიზოგება 2.5 მილიონი ლარი, რაც ორი შენობის შენახვას ზედმეტად სჭირდებოდა.

„დაიზოგება ყველა ის ხარჯი, რომელიც იყო ზედმეტი – გამომდინარე ორი შენობის არსებობიდან, ეს იყო, დაახლოებით, ორნახევარი მილიონი, რაც ზედმეტად სჭირდებოდა ორი შენობის შენახვას. რაც შეეხება ამ ხარჯის გაწევას, თუ ფუნქციურად სწორად დაიტვირთება ის შენობა, აქ საუბარია იმაზე, რომ ზედმეტი ხარჯი არ უნდა იყოს გაწეული. მთავარია, შენობა იყოს სწორად დატვირთული და ამ სწორად დატვირთვას მოხმარდეს ის თანხები, რომელიც გამოიყოფა ამ შენობის შესანახად”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„გრიგოლ ვაშაძე ჩვენმა მეგობარმა ჭიღვარიამ ქუთაისის მერის არჩევნებში დაამარცხა ძალიან მძიმედ და ეს არის ყველა მის შეკითხვაზე პასუხი. ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერანაირ ქულებს ვერ დაიწერს ის იმ სპეკულაციებით, რომელსაც ის ეწევა ამ ორი დღის განმავლობაში”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები

დედაქალაქი ირაკლი კობახიძე პარლამენტი 2018-09-22
Tags დედაქალაქი ირაკლი კობახიძე პარლამენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა უზრუნველყო ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე: საქართველო უნდა გახდეს რეგიონში ცენტრი განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

მსგავსი სტატიები

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპონენტები გეგმავენ დღის მეორე ნახევარში გარკვეულწილად ვითარების დაძაბვას“

სოსო ელისაშვილი 28 ოქტ 2018

ჯობავამ ჩინელ დიდოსტატთან ყაიმი გააკეთა

06 სექ 2017
თბილისის ნაწილს 9 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ნაწილს 9 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

08 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge