NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე: საქართველო უნდა გახდეს რეგიონში ცენტრი განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

ირაკლი კობახიძე: საქართველო უნდა გახდეს რეგიონში ცენტრი განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

22 სექ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 391 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„მომავალი ნამდვილად ეკუთვნის მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული  მეცნიერებაში, კვლევებში, ინოვაციების განვითარებაში, ტექნოლოგიების განვითარებაში- ეს არის და იქნება  ერთერთი მთავარი პრიორიტეტი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი 2018″-ს საზეიმო გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სიმბოლურია, რომ ფესტივალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ახალი ინიციატივების წამოწყება.

„სიმბოლურია, რომ ამ ფესტივალს მასპინძლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ის უნივერსიტეტი, რომლის სათავეებთანაც იდგნენ ჩვენი ყველაზე დიდი ქართველი მეცნიერები. მომავალი ნამდვილად ეკუთვნის მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული  მეცნიერებაში, კვლევებში, ინოვაციების განვითარებაში, ტექნოლოგიების განვითარებაში და ეს არის და იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება ამ მიმართულებით ახალი ინიციატივების წამოწყება და როგორც მოგეხსენებათ, მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, უახლოეს მომავალში, გაორმაგდეს დაფინანსება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩაიდება მეცნიერების და ტექნოლოგიების, განათლების დაფინანსებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კუთხით, ჰაბი უნდა გახდეს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდეს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს რეგიონში ცენტრი, ნამდვილი ჰაბი განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების მიმართულებით. მე გავეცანი დღევანდელ გამოფენას და ვნახე, თუ რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს ჩვენს ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებით, ინოვაციებით, ტექნოლოგიებით აღვაფრთოვანოთ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ამაში არის ნამდვილად ძალიან დიდი პერსპექტივა”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

ფესტივალი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიხსნა, 1 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

ირაკლი კობახიძე მეცნიერების და ტექნოლოგიების რეგიონში ცენტრი ჰაბი განათლების 2018-09-22
Tags ირაკლი კობახიძე მეცნიერების და ტექნოლოგიების რეგიონში ცენტრი ჰაბი განათლების
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: პარლამენტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს დაფუძნებული დედაქალაქში

შემდეგი სტატია

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

მსგავსი სტატიები

წერეთლის გამზირზე “საქართველოს ბანკის”ფილიალზე თავდასხმა მოხდა

18 დეკ 2017
მთავრობა კრიზისის მესამე თვესაც  ვერ ახერხებს, რომ  ხარისხიანი ტესტების საკმარისი მარაგი შექმნას

მთავრობა კრიზისის მესამე თვესაც ვერ ახერხებს, რომ ხარისხიანი ტესტების საკმარისი მარაგი შექმნას

ირაკლი შალიკაშვილი 13 მაი 2020
მოსამართლეთა შერჩევა – ეკა ბესელია „ადვოკატთა ასოციაციის” წევრებს შეხვდა

მოსამართლეთა შერჩევა – ეკა ბესელია „ადვოკატთა ასოციაციის” წევრებს შეხვდა

16 იან 2019

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge