„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა,ზაზა ოქუაშვილმა „იბერიასთან“ ინტერვიუში დაადასტურა, რომ მას მაღალჩინოისნებისთვის მანქანების გადაცემას აიძულებდნენ.ზაზა ოქუაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ ყოფილი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი არ ყოფილა ერთადერთი მაღალჩინოსანი, ვინც ავტომობილებს ითხოვდა.
„შეიძლება ავტომანქანები ვიღაცას ხვდებოდა და იმის ზევით კიდევ. ყველა მინისტრს აქვს და ჰქონდა თავისი ლიმიტი, რომელიც ჩემი აზრით, განსაზღვრულია 200-300 ათას დოლარში, იმის იქით, როდესაც არის მილიონებზე საუბარი, იმის იქით უკვე სხვა ჯგუფია, თუნდაც ჯგუფი, რომელიც შეიძლება ხელმძღვანელობდეს მთავრობას, მაგრამ არ იყოს პირდაპირ მთავრობა“,-განაცხადა ოქუაშვილმა.
კომენტარები