საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში მამუკა გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს. ამასთან დაკავშირებით ის „ფეისბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს:
„გაყალბება აუცილებლად იქნება და ხელისუფლება შეეცდება ვაშაძის, ყველა ხერხებით, მესამე ადგილზე დატოვებას. რა ვარიანტები განიხილება.
1. აწვებიან ბოლომდე სალომეს გამარჯვებას პირველივე ტურში.
შედეგი:
ა) ხალხი გადაყლაპავს ამ ჯერზეც;
ბ) ხალხის პროტესტი, ქუჩის აქციები, არაპროგნოზირებადი ფინალი.
2. აკვირდებიან სიტუაციას. არჩევნებიდან 2 კვირით ადრე ან აგრძელებენ სალომეს მხარდაჭერას ან მკვეთრად ცვლიან ვექტორს და სათადარიგო ვარიანტს ათამაშებენ.
შედეგი: მეორე ტურში გაჰყავთ სალომე და ბაქრაძე. ნაცმო იძულებული გახდება მოუწოდოს თავის მხარდამჭერებს ხმა მისცენ ევროსაქებს. როგორ იმოქმედებს ეს მხარდამჭერების მორალურ მდგომარეობაზე ადვილი მისახვედრია.
3. ჰიპოტეტური ვარიანტი. თუ სალომე ბოლომდე გაფარჩაკდა და ეკლესიაც მის წინააღმდეგ გამოვიდა, მეორე ტურში დააჯახებენ ვაშაძეს და ბაქრაძეს. ეს ვარიანტი ნაკლებ რეალისტური მგონია.
დასკვნა: ხელისუფლების პროგრამა-მაქსიმუმი. დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ილუზიის შექმნა, ვაშაძის მესამე ადგილზე დატოვება და რუსეთისათვის მისაღები კანდიდატის გაყვანა.
ამ გეგმის ჩაშლა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებზე მაქსიმალური აქტივობით როგორც ხმის მიცემის ასევე უბნებზე აქტივისტების ჩართულობით. ასევე, არქიმნიშვნელოვანია ეკზიტპოლი ჩაატაროს მიუკერძებელმა საერთაშორისო კომპანიამ, რათა არ მოხდეს არჩევნების გაყალბების „გაპრავება“ ხმების დათვლის დასრულებამდე!
საზოგადოება მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარის განვითარებისათვის, მაგრამ მაქსიმალურად შეეცადოს არ მიიყვანოს საქმე არაპროგნოზირებად ფინალამდე“.
კომენტარები