NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბოკერია: თქვენ არ იცით, რომ როდესაც მკვლელობისთვის არავინ ისჯება, ეს არის ვენდეტის წახალისება

ბოკერია: თქვენ არ იცით, რომ როდესაც მკვლელობისთვის არავინ ისჯება, ეს არის ვენდეტის წახალისება

21 სექ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 951 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თქვენ არ იცით, რომ როდესაც მკვლელობისთვის არავინ ისჯება, ეს არის ვენდეტის წახალისება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა გრძელდება.

„თქვენ რა, არ იცით, რომ როდესაც სახელმწიფო ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც ასეთი მკვლელობისთვის ვერ ისჯება, ვინც უნდა დაისაჯოს და ყველამ იცის, რომ ხელი დააფარეს, ეს არის პირდაპირი წახალისება და დაღუპულის ახლობლებმა უნდა აიღონ ხელში ვენდეტა. სხვა ქვეყანაში გაიზარდეთ ვიდრე მე და სხვები, როდესაც ასე იყოს ყველაფერი? გინდათ ასე იყოს, ეს სიგნალი გინდათ? დუმილია ეს.

ყველას მოგმართავთ, ყველას, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა გინდათ აიღოთ, რომ მთავრობას არ მოსთხოვოთ ნაბიჯების გადადგმა, ეგრე გამოვა, რადგან სისხლიანი გარჩევები მოჰყვება ამას. არ გინდათ, რომ ასე იყოს, თუ არ გინდათ მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩვენი პოლიტიკური ლანძღვა და სიძულვილის გადმოფრქვევა ცალკე გააკეთეთ ერთი გამომსვლელისთვის და მერე დაეთანხმეთ ყველა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ახალი ფაქტები დადგინდა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, გამოიკვეთა, რომ გამოძიების ყველა ეტაპზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი ფიგურანტის, მ.კ-სთვის ბრალის წასაყენებლად.

„ყველამ ვიცით, რომ იმ ერთ დასკვნაში დადგინდა ახალი ფაქტები. საზოგადოებამ ზოგადად იცოდა, რომ ხელისუფლება ცუდად მოიქცა, მაგრამ დადგინდა კონკრეტული ფაქტები, კერძოდ, დადგინდა, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე კი არა, ყველა ეტაპზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი ფიგურანტის, მ.კ-სთვის ბრალის წასაყენებლად, მკვლელობაში თანამონაწილეობაში, პირდაპირ გეუბნებით. ეს დადგინდა. დადგინდა ახალი მტკიცებულებები ამ ბრალდების წასაყენებლად მ.კ-სთვის. კონკრეტული რამე დადგინდა და თქვენ ხვალ მოგთხოვენ პასუხს იმაზე, თუ მთავრობა ნაბიჯს არ გადადგამს და თუ გადადგამს, მერე ვნახავთ, როგორი იქნება ჩვენ შორის აქ საუბარი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კომისიამ დაასკვნა, როგორ გააყალბეს მტკიცებულებები.

„კომისიამ დაადგინა კონკრეტული პირები, ვის მიმართაც არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ დაიწყოს გამოძიება. ეს პირები არიან შოთაძე, ფხაკაძე, ფიფია. არსებობს ორი ამბავი – კარგი სცენარი თქვენთვის და თქვენი მთავრობისთვის არ არსებობს, რადგან უკვე ცუდი სცენარია დამდგარი. უკვე კარგი ვარიანტი ამ მთავრობისთვის არ არსებობს. საზოგადოებამ მიიღო სიგნალი, რომ როგორც მართლაცდა ძველ წარსულში იყო, თუ ახალგაზრდას სისტემაში ახლობელი ჰყავს, შეუძლია გამოძვრეს, ასეთი სიგნალი მიიღო საზოგადოებამ, რომ ასეთი მთავრობა გვყავს, ასეთი საგამოძიებო სტრუქტურები. ეს უკვე ცუდია, მაგრამ არსებობს ბევრად უარესი სცენარები.

თუ ამ კომისიის დასკვნის, კონკრეტული ფაქტების გამოვლენის შემდეგ, არ გადაიდგმება ეს კონკრეტული ნაბიჯი, კატასტროფული ზიანი თქვენთვის იქნება უმძიმესი. ამიტომ გამოსავალი არის ერთი, მთავრობამ, საგამოძიებო ორგანოებმა, პროკურატურამ ახალმა ხელმძღვანელობამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

გიგა ბოკერია ვენდეტა კომისიის დასკვნა პლენარული სხდომა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა 2018-09-21
Tags გიგა ბოკერია ვენდეტა კომისიის დასკვნა პლენარული სხდომა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ინაშვილი ბოკერიას: კარგად დამაკვირდით, გესიზმრებით უკვე ისე ხართ აკანკალებული, გააგრძელეთ ეს კანკალი

შემდეგი სტატია

სასამართლომ ლე-პენს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნა

მსგავსი სტატიები

დიდი ნახტომი წინ – „ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი მე-8 თაობის კამრი წარმოადგინა

დიდი ნახტომი წინ – „ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი მე-8 თაობის კამრი წარმოადგინა

სოსო ელისაშვილი 09 მარ 2018
კალაძის განცხადებით შოკირებული და გაოცებული ვარ, ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ ყმებს კიდევ აქვთ შანსი, რომ განმუხტვისკენ ნაბიჯი გადადგან

კალაძის განცხადებით შოკირებული და გაოცებული ვარ, ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ ყმებს კიდევ აქვთ შანსი, რომ განმუხტვისკენ ნაბიჯი გადადგან

ირაკლი შალიკაშვილი 18 ნოე 2019

პრემიერ-მინისტრი 27 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

26 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge