NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ინაშვილი: რომელი მოკლული შვილი გადარდებთ თქვენ, გირგვლიანის, რობაქიძის მერე

ინაშვილი: რომელი მოკლული შვილი გადარდებთ თქვენ, გირგვლიანის, რობაქიძის მერე

21 სექ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 344 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ვერ ეღირსებით, ციხეში კი წახვალთ, ასე გადაეცით დარბაზიდან გაპარულ ბოკერიას, ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

„ვიყავი ყველგან, სადაც თქვენი რეჟიმი ადამიანებს კლავდა, აწამებდა და ქვეყანას სადაც აზიანებდა. რა შვილმოკლულ მამაზე დარდობთ და რომელი მოკლული შვილი გადარდებთ თქვენ, წვევამდელები პირდაპირ ჩაახოცინეთ გორის გზაზე, აგვისტოს ომის დროს. თქვენ არ გადარდებთ ადამიანები, ორივეს მოგმართავთ, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და მეორე „ნაციონალურ მოძრაობასაც“, ბოკერიას სახით, არც ევაკუაცია განახორციელეთ, მშვიდობიანი მოქალაქეები, პატარა ბავშვები დატოვეთ ფრონტის ხაზზე და მიწები ჩააბარეთ მტერს.

მორალური უფლება არ გაქვთ, ხმას იღებდეთ და ჩვენ გველაპარაკებოდეთ, გვრცხვენოდეს, ჩვენს შვილებს ჩავხედოთ თვალებში. თქვენ როგორ უყურებთ თქვენს შვილებს თავლებში გირგვლიანის, რობაქიძის მერე, ამდენი მკვლელობის მერე, 145-ზე მეტი ახალგაზრდა, კონკრეტული გვარებია, ვინც თქვენ მოკალით ქუჩაში.

გამოვიტანოთ დროულად საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას. თქვენ რომ ადამიანმა საშუალება მოგცეთ, პირდაპირ დაგვხვრეტდით ყველას, მაგრამ დიდი ბედნიერებაა, რომ არ გაქვთ ამის საშუალება, არ მოგეცემათ ამისი საშაულება. ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ვერ ეღირსებით, ციხეში კი წახვალთ, ასე გადაეცით დარბაზიდან გაპარულ ბოკერიას“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

გიგა ბოკერია ევროპული საქართველო ირმა ინაშვილი ნაციონალური მოძრაობა პლენარული სხდომა 2018-09-21
Tags გიგა ბოკერია ევროპული საქართველო ირმა ინაშვილი ნაციონალური მოძრაობა პლენარული სხდომა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„იმედი მაქვს, რომ ეს ჩანაწერები არაა ავთენტური, თუ ავთენტურია, ბატონ ლევანს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა“

შემდეგი სტატია

პარლამენტის ქუთაისის შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრი განთავსდება

მსგავსი სტატიები

მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს “გაუჩალიჩეს”

მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს “გაუჩალიჩეს”

ირაკლი შალიკაშვილი 18 სექ 2019

კასპიისკში ტერორისტი პოლიციელებს დაესხა თავს

28 აგვ 2017
„თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო შეთავაზება ძრავის ზეთებზე!

„თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო შეთავაზება ძრავის ზეთებზე!

02 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

  •  მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

     მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

  • ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

    ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

  • პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

    პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge