NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მთავრობაში ელიტური კორუფცია არ არსებობს“

„მთავრობაში ელიტური კორუფცია არ არსებობს“

21 სექ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 437 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მთავრობაში ელიტური კორუფცია არ არსებობს, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული არაერთი ინფორმაციის შემდეგ აქვს თუ არა მას კითხვები ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით.

„კითხვები არ მაქვს, რადგან ვიცი, რომ მთავრობაში ელიტური კორუფცია არ არსებობს. ასევე კარგად ვიცი, რომ არანაირი ლიმიტი არ არსებობს მინისტრებისთვის. „ომეგა ჯგუფთან“ და გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. პროკურატურამ უნდა დაიბაროს ყველა ის ადამიანი, რომელიც უპასუხებს ყველა კითხვას, რაც გამოძიების პროცესში დაისმება. გამოძიების გადასაწყვეტია ვის დაიბარებს და ვის დაუსვამს კითხვას. ჩვენთან არ არსებობს პირთა წრე, ვისთვისაც შეიძლება კითხვის დასმა და ვისთვის – არა. ასე, რომ ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

„ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის, „იბერიას“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, მინისტრები მას ძვირად ღირებულ ავტომანქანებს სთხოვდნენ და მინისტრებს ჰქონდათ თავისი ლიმიტი, რომელიც განსაზღვრულია 200-300 ათას დოლარში.

კომენტარები

ელიტური კორუფცია ზაზა ოქუაშვილი მაია ცქიტიშვილი 2018-09-21
Tags ელიტური კორუფცია ზაზა ოქუაშვილი მაია ცქიტიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პირველი არხი: მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი სრულად თბილისში დაბრუნდეს

შემდეგი სტატია

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა

მსგავსი სტატიები

„დაიძახოს, აბა, სააკაშვილმა – რამდენი ხალხი გამოვა გარეთ? გაერთიანებული ოპოზიციაც კი არ ემორჩილება“

29 ნოე 2018
აუცილებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას – არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭიროა პოლიტიკური პარტია და ბუნებრივია, ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას

აუცილებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას – არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭიროა პოლიტიკური პარტია და ბუნებრივია, ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას

ირაკლი შალიკაშვილი 05 ივნ 2020
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სოსო ელისაშვილი 25 მარ 2018

უახლესი ამბები

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

  • ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

    ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

  • ლილი ფოფხაძე: მამა

    ლილი ფოფხაძე: მამა

  • “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

    “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

  • სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

    სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

  • კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

    კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

  • კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

  • თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

    თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge