NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ევროპული საქართველო“ ხორავას ქუჩის საქმეზე უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ევროპული საქართველო“ ხორავას ქუჩის საქმეზე უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

21 სექ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 810 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ევროპული საქართველო“ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ის პარლამენტს საბოლოოდ მიმართავს და ამის შემდეგ ჩაითვლება მათი მუშაობა საბოლოოდ დასრულებულად.

“საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. მიიღო დასკვნა და რეკომენდაციები, რომელიც არის ძალაში. ახლა შს სამინისტროს და პროკურატურას აქვს ვალდებულება, რომ ეს რეკომენდაციები შეასრულოს. კომისიამ ნათელი მოფინა ყველა კითხვას, რომელიც ამ მკვლელობებთან დაკავშირებით იყო. გამოავლინა დანაშაულის მთავარი ფიგურანტი, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიებამ არაფერი გააკეთა. ჩვენ დავადგინეთ, რომ იყო უამრავი დარღვევა, რომელიც ჩადენილი იყო პროკურორების და გამომძიებლების მიერ. ეს ყველაფერი იქნა აღწერილი, გადატანილი დასკვნაში და გამოქვეყნებულია კომისიის მიერ. ჩვენი დასკვნები გაიზიარა სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. „ქართული ოცნება“ არის არჩევანის წინაშე, ან დარჩება საზოგადოების წინააღმდეგ მარტო, ამ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს და საქმეს დატოვებს ბოლომდე მიუყვანს, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია ბოლო წლების განმავლობაში, ან აქვს მეორე არჩევანი- აიღოს ეს რეკომენდაციები, გადადგას ნაბიჯები, დასაჯოს დამნაშავეები, მათ შორის ის ადამიანები, ვინც დამნაშავეებს აფარებდა ხელს. დღეს პარლამენტი ასრულებს თავის განხილვას, კომისიამ დაასრულა მუშაობა. მე მექნება საბოლოო მიმართვა და ამის შემდეგ ჩვენს ვალს ჩავთვლით მოხდილად. ამის შემდეგ ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას განხილვაში იმ დადგენილების, რადგან ამ დადგენილებით აპირებენ თქვან, რომ არაფერი არ მომხდარა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომენტარები

სერგი კაპანაძე 2018-09-21
Tags სერგი კაპანაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ამ ანტიქუთაისურ, ანტიქართულ ნაბიჯს ქუთაისელები გასცემენ 28-ში ღირსეულ პასუხს“

შემდეგი სტატია

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა

მსგავსი სტატიები

გია ვოლსკი: ეს არის სწორედ ის რესურსი, რომლითაც რუსეთი ჰააგის სასამართლოში გვებრძვის

გია ვოლსკი: ეს არის სწორედ ის რესურსი, რომლითაც რუსეთი ჰააგის სასამართლოში გვებრძვის

ნინო ჩხეიძე 15 აგვ 2020

„უნდა დადგეს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი“

05 ოქტ 2017
განადგურებულ რუსულ ჯავშანტექნიკას უკვე ერთეულებში კი არა ბატალიონებად და ბრიგადებად ვითვლით – კრემლის ვირთხები თრთიან, ნაწილი  ეძებს გასაქცევს

განადგურებულ რუსულ ჯავშანტექნიკას უკვე ერთეულებში კი არა ბატალიონებად და ბრიგადებად ვითვლით – კრემლის ვირთხები თრთიან, ნაწილი ეძებს გასაქცევს

ირაკლი შალიკაშვილი 04 მარ 2022

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge