აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთს რუსული სამხედრო ტექნიკის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა. საუბარია ჩინეთის მიერ რუსული გამანადგურებლის Су-35-ისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის С-400-ის შესყიდვაზე. როგორც BBC-ის რუსული რედაქცია წერს, სანქციები ფორმალურად ჩინეთს დაუწესდა, თუმცა მის შედეგებს პირველ რიგში რუსეთი იგრძნობს.
ახალი სანქციები კონკრეტულად ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს შეიარაღების დეპარტამენტსა და მის ხელმძღვანელს ლი შანფუს ეხება. სანქციები აღნიშნულ დეპარტამენტსა და მის ხელმძღვანელს უკრძალავს აშშ-ში ექსპორტიორის ლიცენზიის მიღებას, ასევე, იზღუდება ნებისმიერი საბანკო ტრანზაქცია, რომელიც ამერიკული ფინანსური სისტემის გავლით ხდება. არ არის გამორიცხული მათი ანგარიშები გაიყინოს.
„ამ სანქციების მიზანი რუსეთია. კანონპროექტი, რომლის ფარგლებშიც დაწესდა სანქციები, არ არის მიმართული რომელი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლაზე ორიენტირებული. მისი მიზანია რუსეთზე ზეწოლის განხორციელება აგრესიული ქმედებების გამო“, – ციტირებს ერთ-ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანს Reuters-ი.
კომენტარები