პეკინში, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Asiamoney-ს დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა, სადაც წლის საუკეთესო პროექტები დაასახელეს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა 2018 წლის გამარჯვებულია – პროექტი დასახელდა, როგორც აბრეშუმის გზის საუკეთესო ინიციატივა ევროპისა და აზიის მასშტაბით.
კერძოდ, Asiamoney-მ ანაკლიის პროექტები დაასახელა, როგორც: „სარტყელი და გზის” საუკეთესო ინდივიდუალური პროექტი/ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში” (Central and Eastern Europe & Central and Western Asia: Best individual BRI project or initiative in the region). აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე ჯილდოა, რაც სხვადასხვა მიმართულებით ანაკლიის პორტმა საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა.
Asiamoney-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სპეციალური ეკონომიკური ზონა მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება „სარტყელი და გზის ინიციატივის” შუა კორიდორში, რომელიც ჩინეთიდან მოემართება და ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს კვეთს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს საკვანძო მოთამაშედ აქცევს „სარტყელი და გზის ინიციატივაში”. ამასთან, ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პროექტს ახალი აბრეშუმის გზის განვითარებაში”.
კომენტარები