ხორბლის იმპორტთან და მძღოლებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იყო მორიგი გაუაზრებელი და უგუნური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ საქმე ეხება არა მოძრაობის ნაკადის დარეგულირებას, არამედ ხორბლის იმპორტიორების ინტერესებს.
„ გზაზე თუ მოძრაობის ნაკადია დასარეგულირებელი, ეს უნდა შეეხოს ყველა სატვირთო ავტომობილს და არა მხოლოდ ხორბალს!
იმიტომ რომ, თუ გზაზე მოძრავი ავტომობილია პრობლემა, შიგნით ხორბალია, კარტოფილი, თუ ხახვი, ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა.
გამოდის აქ საუბარია ხორბლის იმპორტიორების რაღაც ინტერესებზე და არა გადატვირთულ გზებზე.
მითუმეტეს რომ, ნოემბერში და დეკემბერში რომელ ტურისტულ ნაკადი მოედინება მაინცდამაინც რუსეთიდან?!“,-განაცხადა უსუფაშვილმა.
კომენტარები