პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლო საფრთხეების შემთხვევაში კანაფის კულტივაცია-წარმოების შესახებ კანონპროექტს უკან გაიწვევენ, მამა ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ სახელმწიფოს შესწევს უნარი, უსმინოს თავის ხალხს.
„ეს არის ძალიან სასიხარულო, ერთი მხრივ იმიტომ არის სასიხარულო, რომ ის საშიშროებები და რისკები კარგავს თავის აქტუალობას, და მერეო მხრივ, სასიხარულო არის, რომ სახელმწიფოს შესწევს უნარი, უსმინოს თავის ხალხს. ეკლესია ამ საკითხზე სალაპარაკოდ ვერ დაჯდება“,-განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
კომენტარები