NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ნათია მეზვრიშვილი:„რაც უფრო მეტად მოექცევა ეს საკითხები სამართლებრივ ჩარჩოებში, მით უფრო ეფექტიანი იქნება ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა“

ნათია მეზვრიშვილი:„რაც უფრო მეტად მოექცევა ეს საკითხები სამართლებრივ ჩარჩოებში, მით უფრო ეფექტიანი იქნება ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა“

20 სექ 2018 ახალი ამბები 563 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს, პარლამენტში,  მარიხუანის მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ნათია მეზვრიშვილმა კანაფის ექსპორტის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ კანონპროექტში ცუდი არაფერია, რისკების შემცველი არ არის და რაც უფრო მეტად მოექცევა ეს საკითხები სამართლებრივ ჩარჩოებში, მით უფრო ეფექტიანი იქნება ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა.

ნათია მეზვრიშვილი –  „კანონპროექტი, რომელიც მომზადდა, მათ შორის კანაფის დათესვა-მოყვანასთან დაკავშირებით, ამ საკითხების მკაცრად რეგლამენტირებას და რეგულირებას გულისხმობდა. იმ ქაოსური მდგომარეობის მოწესრიგებას, რომელიც დღეს არა მხოლოდ მოხმარების, მათ შორის ამ საკითხებთან მიმართებით არსებობს. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტად მოექცევა ეს საკითხები სამართლებრივ ჩარჩოებში,

მით უფრო ეფექტიანი იქნება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ და ზოგადად, ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს გახლავთ ჩემი პოზიცია. თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს საკითხი განიხილოს, ბუნებრივია შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი კომპეტენციის ფარგლებში ამ პროცესებში ჩაერთვება, თუ  განსხვავებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ბუნებრივია სხვა გზა არ დაგვრჩება. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ამ საკითხზეც მნიშვნელოვანია საზოგადოების პოზიცია, ამიტომ ის დრო რაც პარლამენტმა აიღო და შეაჩერა ამ კანონპროექტის განხილვა,

ჩვენ ეს დრო უნდა გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, რომ ამ კანონპროექტში ცუდი არაფერია, რისკების შემცველი არ არის და პირიქით, რეგლამენტირება ხდება იმ საკითხების და ჩარჩოებში მოქცევა, რასთან დაკავშირებითაც დღეს ჩვენ გვაქვს ქაოსური მდგომარეობა. ვფიქრობ, რომ ამას საზოგადოება კარგად გაიგებს, იმიტომ, რომ ყველა ის ნაბიჯი, რასაც მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დგამს, დგამს პირველ რიგში საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს.“
— 

კომენტარები

ნათია მეზვრიშვილი 2018-09-20
Tags ნათია მეზვრიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მისივე ჩამომგდები ეკლესიის იმედი თუ აქვს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ესე იგი ცუდადაა მისი საქმე“

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე: პრემიერმინისტრი აშშ-ში ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ

მსგავსი სტატიები

გიორგი კვირიკაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს

გიორგი კვირიკაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს

13 მაი 2018
პირველი მაისი შესაძლოა, უქმე დღედ გამოცხადდეს

პირველი მაისი შესაძლოა, უქმე დღედ გამოცხადდეს

ირაკლი შალიკაშვილი 22 მაი 2019

კახა კალაძე: ზუსტად 6 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს

სოსო ელისაშვილი 01 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

    რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

  • საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

    საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

  • თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

    თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

    ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

  • პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

    პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

  • რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

    რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

  • გიორგი გამსახურდია:  ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

    გიორგი გამსახურდია: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

  • ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

    ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge