ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, საავტომობილო გზით ხორბლის იმპორტზე შეზღუდვის დაწესება ერთი წლით გადავადდება. ამის შესახებ მან გეზ-ის ტერიტორიაზე ხორბლის იმპორტიორ მძღოლებთან განაცხადა.
„გავითვალისწინეთ ყველა მძღოლის მდგომარეობა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ ამ შეზღუდვის ამოქმედება, ხოლო ამის შემდეგ მომავალი შეზღუდვა იქნება სეზონური თუ სხვა ტიპის, ერთად გავივლით მძღოლებთან. ერთი წელი საკმარისზე მეტი ვადაა, რომ ჩვენ სამომავლოდ ისე გავაკეთოთ, რომ ეს ხალხიც არ დარჩეს ქუჩაში, მაგრამ ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადიც ასევე, შევინარჩუნოთ და არ ვავნოთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, შეზღუდვები გადავადდა 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე.
კომენტარები