„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიტიკოსების მიერ, ოპონენტების წინააღმდეგ რელიგიური გრძნობებით მანიპულირებას ბოროტებას უწოდებს. ამის შესახებ მან „ფეისბქუზე“ დაწერა.
„ადამიანების რელიგიური გრძნობებით მანიპულირებას არაფერი აქვს საერთო ადამიანების რელიგიური გრძნობების და ეკლესიის პატივისცემასთან. ადამიანების რელიგიური გრძნობებით მანიპულირება არის ბოროტება. ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი ბოროტება.
ცალსახა ბოროტება იყო მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის და ენმ-ის წინააღმდეგ იყენებდნენ ამ იარაღს.
ცალსახა ბოროტებაა ახლა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები ცდილობენ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ამ იარაღის გამოყენებას.
არ არსებობს კონტექსტი, რაც ხალხის მასის რელიგიური გრძობებით მანიპულირებას ამართლებს!
არარაობაა ყველა, ვინც თვლის, რომ ცალსახა ბოროტება მხოლოდ „ვიღაცის ჯინაზე“ უნდა დაგმო.
ბოროტება, ბოროტებაა – მიუხედავად იმისა, ვინ სჩადის მას“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ადამიანების რელიგიური გრძნობებით მანიპულირებას არაფერი აქვს საერთო ადამიანების რელიგიური გრძნობების და ეკლესიის…
Posted by Tamara Chergoleishvili on ხუთშაბათი, 20 სექტემბერი, 2018
კომენტარები