NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„Thomas Cook“-ის წარმომადგენლები აჭარით ინტერესდებიან

„Thomas Cook“-ის წარმომადგენლები აჭარით ინტერესდებიან

19 სექ 2018 ახალი ამბები 325 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული კომპანია „Thomas Cook“–ის წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი რეგიონში ტურისტულ, ბიზნესს და საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან. კომპანიის ტურისტული და ავიაკომპანიების მიმართულებების მენეჯერები უკვე შეხვდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტს, ქალაქ ბათუმის მერსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. შეხვედრებზე მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობაზე, აჭარაში ინვესტიციების განხორციელებასა და რეგიონის მიმართულებით ფრენების დანიშვნის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. სტუმრები ასევე, გაეცნენ ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას.

კომპანია „Thomas Cook“ 177 წელია მსოფლიოში ოპერირებს და ყოველწლიურად 19 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება. ის ტურისტულ ბიზნეში წამყვანი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 60 ტურისტული მიმართულებით ანხორციელებს ფრენებსა და ინვესტიციებს.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურისტულ ბიზნესში მსგავსი მასშტაბური და მსხვილი ორგანიზაციები დავაინტერესოთ აჭარის ტურისტული პოტენციალით. Thomas Cook არის მსოფლიოში ლიდერი კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბიზნესში ოპერირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ჩვენი მიზანია მის ერთ-ერთ სამიზნე ტურისტულ მიმართულებად იქცეს ჩვენი ქვეყანა. უკვე დავიწყეთ სამუშაო შეხვედრები, რომელსაც გაგრძელება კონკრეტული შემოთავაზებებით ექნება პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე.

აჭარის, როგორც 4 სეზონზე მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია წარმოუდგენელია მსგავსი კომპანიების ჩართულობის გარეშე და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მოლაპარაკებებს პოზიტიური შედეგები ექნება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას „Thomas cook“–ის ფრენების დანიშნულებისმართვის დირექტორი თიმ ჯოდი, „Thomas cook“–ისფრენების და აეროპორტის სუბსიდიების მენეჯერისტეფან ჯოლი, TAV Georgia-ს სატერმინალოოპერაციების მენეჯერის მოადგილე იუცელ ოლგუნი, TAV-ის ავიაციის მარკეტინგის წარმომადგენელი ქენქენბოლატი და აჭარის ტურიზმისა და კურორტებისდეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

აჭარა დაინტერესება ტურიზმი 2018-09-19
Tags აჭარა დაინტერესება ტურიზმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„კანაფის კულტივაციის თემა ცდება პოლიტიკის ფარგლებს“

შემდეგი სტატია

„გამოძიების ვერსია, რომ ხადას ხეობაში მალხაზ კობაურმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა, სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება“

მსგავსი სტატიები

გია ხუხაშვილი – ივანიშვილი დილემის წინაშე დგას: დაუჯეროს ე.წ. ძველ გვარდიას, ვისი ვალიც გაუჩნდა, თუ დაუჯეროს თინეიჯერებს და მევალეები გადააგდოს

გია ხუხაშვილი – ივანიშვილი დილემის წინაშე დგას: დაუჯეროს ე.წ. ძველ გვარდიას, ვისი ვალიც გაუჩნდა, თუ დაუჯეროს თინეიჯერებს და მევალეები გადააგდოს

08 იან 2019
როგორც დედოფალს არ ასცდება პირველ ღამეს, ივანიშვილის ისე არ ასცდება ხელისუფლებიდან გაქცევა

როგორც დედოფალს არ ასცდება პირველ ღამეს, ივანიშვილის ისე არ ასცდება ხელისუფლებიდან გაქცევა

ირაკლი შალიკაშვილი 03 აპრ 2019

უმრავლესობის შეხვედრაზე გედევან ფოფხაძე და დეპუტატების ნაწილი არ მიიწვიეს

26 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge