NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ლიბერალის“ რედაქტორზე სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს

„ლიბერალის“ რედაქტორზე სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს

19 სექ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 367 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.მ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, „ლიბერალის“ რედაქტორს – ზურაბ ვარდიაშვილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თავდამსხმელის ვინაობა მალევე დაადგინა. ჩატარდა ჟურნალისტის და ინციდენტის თვითმხილველთა გამოკითხვები. ზურაბ ვარდიაშვილმა, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თავდამსხმელი ვერ ამოიცნო, თუმცა პოლიციამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლო და დააკავა.

ბრალდებულის განცხადებით, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მას ორმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლ.მ.-ს თქმით, მან მომხდარიდან რამდენიმე დღეში, სოციალური ქსელის დახმარებით მოძებნა მსგავსი გვარი-სახელის და გარეგნობის მქონე პირი, რომელსაც დაუთქვა შეხვედრა, შეხვდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და აცხადებს, რომ მას ჟურნალისტი ზურაბ ვარდიაშვილი სხვა ადამიანში შეეშალა.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

ლიბერალი შსს 2018-09-19
Tags ლიბერალი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სააკაშვილი: „გუშინ მოღალატე ზურაბიშვილი თავს დაესხა ეკლესიას“

შემდეგი სტატია

ლევან დავითაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს უმასპინძლა

მსგავსი სტატიები

ტრამპი პალესტინას დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება

ტრამპი პალესტინას დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება

03 იან 2018
ნიკოლოზ მჟავანაძე: ნიკა გვარამიას 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება

ნიკოლოზ მჟავანაძე: ნიკა გვარამიას 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება

22 ივნ 2018

ჰილარი კლინტონს აშშ-ში საარჩევნო კოლეგიის გაუქმება სურს

14 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ალექსეი ნავალნის საქმის გამო აშშ-მ რუსეთს სანქციები შესაძლოა დღეს დაუწესოს

    ალექსეი ნავალნის საქმის გამო აშშ-მ რუსეთს სანქციები შესაძლოა დღეს დაუწესოს

  • ღარიბაშვილი და მისი უფროსი დროულად ჩამოყალიბდნენ, საით მიყავთ ეს ქვეყანა – რუსული ავტორიტარიზმისკენ თუ ევროკავშირისკენ

    ღარიბაშვილი და მისი უფროსი დროულად ჩამოყალიბდნენ, საით მიყავთ ეს ქვეყანა – რუსული ავტორიტარიზმისკენ თუ ევროკავშირისკენ

  • აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – სამართალდამცავები რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი

    აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – სამართალდამცავები რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი

  • ნუ ჩავიგდებთ თავს ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ

    ნუ ჩავიგდებთ თავს ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ

  • შედი ფეხით, გაიგონე ხალხის ხმა” – ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის საკანონმდებლო ორგანოსგან უკვე მივიდა

    შედი ფეხით, გაიგონე ხალხის ხმა” – ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის საკანონმდებლო ორგანოსგან უკვე მივიდა

  • დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

    დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

  • იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

    იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

  • დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

    დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

  • პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

    პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge