ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ კანაფის კულტივაციის თემა ცდება პოლიტიკის ფარგლებს და ეკლესიის მიერ ამ თემაზე გამოთქმული მოსაზრებები არ უნდა შეფასდეს პოლიტიკაში ჩარევად. ამის შესახებ ხუხაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„ეკლესია არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში. ეს გასაგებია.
ამასთანავე, უნდა გავერკვეთ, რა ითვლება პოლიტიკაში ჩარევად? კანაფის კულტივაციის თემა ცდება პოლიტიკის ფარგლებს და შესაბამისად ეკლესიას არა თუ აზრის გამოთქმის უფლება ჰქონდა, არამედ ვალდებულიც იყო.
პოლიტიკაში ჩარევაა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა, მასზე მუშაობა, საგარეო კურსის განსაზღვრაზე გავლენის მოხდენის მცდელობა, უსაფრთხოების საკითხებში ჩარევა და ა.შ.“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
კომენტარები