NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი სესიაშვილი: „ქართული ოცნების” პოლიტიკური მიზანია, ქვეყანამ აირჩიოს, კანდიდატი, რომელიც მოემსახურება კონსტიტუციურ ვალდებულებებს და შეასრულებს იმ ფუნქციებს, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს მეტ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და გარანტიებს

ირაკლი სესიაშვილი: „ქართული ოცნების” პოლიტიკური მიზანია, ქვეყანამ აირჩიოს, კანდიდატი, რომელიც მოემსახურება კონსტიტუციურ ვალდებულებებს და შეასრულებს იმ ფუნქციებს, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს მეტ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და გარანტიებს

19 სექ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 413 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ეს გახლავთ მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის და საერთო მიზნები და სიგნალები, მიმართულია სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაციური ფონი და იყოს რევანშისტული განწყობები”,- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატები მათი პოლიტიკური საქმიანობის შედეგებით უნდა შეფასდნენ. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით,  ოპოზიცია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, როცა პროდასავლურ ორიენტაციაზე საუბრობს მაშინ, როდესაც მისი კანდიდატი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

„ბატონი გრიგოლ ვაშაძე გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი იმ დროს, როდესაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა და ეს იყო მისი უშუალო პასუხისმგებლობა და საგარეო საქმეთა მინისტრს აკისრია,სწორედ, ის პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალურად იმუშაოს, რომ შეამციროს საგარეო საფრთხეები და გაატაროს ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც, მინიმუმ, პრევენტიულად მოახდენს ამ საფრთხეების თავიდან აცილებას. მეორეს მხრივ,ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გახლდათ ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი იმ დროს, როდესაც სწორედ მისი საქმიანობის, მისი აქტიური მოქმედებებით, მოხდა რუსული ჯარების საქართველოდან გაყვანა. ასე რომ, თუჩვენ ვმსჯელობთ და ამ მსჯელობაში მოგყვებით, მაშინ ძალიან კარგად ხედავთ, ერთ მხარეს და მეორე მხარეს, აქ ითქვა და არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა გავიმეორო, რომ დიახ, თქვენ ორმაგი სტანდარტით მოქმედებთ, როცაგვესაუბრებით პროდასავლურ ორიენტაციაზე და თქვენი კანდიდატი, წლების მანძილზე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განყოფილებაში მუშაობდა, რომელიც, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში იყო მაშინდელკგბ-ს საქმიანობასთან და ახლა  დემოკრატიულ საქართველოში რომ არ ვცხოვრობდეთ და საბჭოთა კავშირი იყოს, შეიძლება, ბატონი გრიგოლ ვაშაძე არა პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს, არამედ ის, ჩვეულებრივად,  საქართველოსსაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კგბ-ს შეფი იყოს”,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების” პოლიტიკური მიზანია, ქვეყანამ აირჩიოს ის კანდიდატი, რომელიც კონსტიტუციურ ვალდებულებებს მოემსახურება.

„ამ დამოკიდებულებით ერთმანეთთან და ამ საარჩევნო კამპანიით ერთმანეთთან ქიშპობა ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ შედის და მე პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას მინდა, მივმართო: ჩვენ გვაქვს აქ აბსოლუტურადგანსხვავებული პოლიტიკური მიზნები არჩევნებთან მიმართებაში. ჩვენი, „ქართული ოცნების” პოლიტიკური მიზანია, რომ ქვეყანამ აირჩიოს, ჩვენმა საზოგადოებამ აირჩიოს ის კანდიდატი, რომელიც მოემსახურება იმ კონსტიტუციურ ვალდებულებებს და შეასრულებს იმ ფუნქციებს, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს მეტ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და გარანტიებს, მაგრამ მე რასაც ვხედავ დღეს და მთელი ჩვენი ოპოზიციური სპექტრის მოქმედებებში გამოიხატება, ესგახლავთ მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის და საერთო მიზნები და სიგნალები, რასაც მე ვაანალიზებ, მიზანმიმართულია სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაციური ფონი და იყოს რევანშისტული განწყობები”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული, როგორი არჩევანი უნდა გააკეთოს.

„აქ მე მინდა, გითხრათ, რომ როგორც თქვენ ვერ გაბედეთ და თქვენს დანაშაულებრივ წარსულზე ვერ აიღეთ პასუხისმგებლობა, ჩვენი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ვერანაირად ვერ აიღებთ პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის ღირსეულ მომავალზე. მინდა, ინდური ფილოსოფიიდან ბედნიერების განმარტება მოგიტანოთ:

ინდური ფილოსოფიის მიხედვით, ბედნიერება ეს არის უბედურებისგან თავის დაღწევა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, თავი დავაღწიეთ იმ უბედურ, თქვენს დიქტატორულმმართველობას და კარგად გვაქვს გააზრებული, რა არჩევანი და როგორ უნდა გავაკეთოთ. მე მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ იყოს ძალიან აქტიური და მაქსიმალურად გავიაზროთ, თუ რა საერთო პოლიტიკურ მიზნებთან გვაქვსსაქმე”,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა

 

კომენტარები

ირაკლი სესიაშვილი 2018-09-19
Tags ირაკლი სესიაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-მ ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულში ბრალდებას, ვალდებული ვარ, მოვახდინო რეაგირება და ამას თანაბრად გავაკეთებ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს

მსგავსი სტატიები

თბილისის მერია: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდება

თბილისის მერია: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდება

30 მაი 2018
ვენესუელას პრეზიდენტი რუსეთს დახმარებას სთხოვს

ვენესუელას პრეზიდენტი რუსეთს დახმარებას სთხოვს

03 ნოე 2017
„პრობლემების დაგროვების ტემპი უფრო სწრაფია, ვიდრე პროგრესი“

„პრობლემების დაგროვების ტემპი უფრო სწრაფია, ვიდრე პროგრესი“

15 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

    მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

  • საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

    საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

  • კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

    კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

  • ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

    ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

  • გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

    გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

  • “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

    “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

  • სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

    სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

  • დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

    დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

  • გელა ჩარკვიანი: ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს

    გელა ჩარკვიანი: ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge