NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურზე მოიგებს

არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურზე მოიგებს

19 სექ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 834 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ ეთერში გასცა პასუხი იმ სპეკულაციებს , რაც მის განცხადებებზე იყო – მან თქვა, რომ აგრესორი არის რუსეთი, რუსეთმა დაიწყო ეს სამხედრო აგრესია და საქართველოს უკანონო ოკუპაცია გრძელდება რუსეთის მხრიდან”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას გამოეხმაურა. მისი შეფასებით,მმართველი გუნდის სურვილი კიდევ ერთი, ევროპული ყაიდის თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაა და ასეთი პირობებით, არაკეთილსინდისიერად ისარგებლა „ნაციონალურმა მოძრაობამ”.

„ჩვენი გუნდის დიდი სურვილია ევროპული ყაიდის კიდევ ერთი თავისუფალი დაკონკურენტული არჩევნების ჩატარება, როცა ყველა კანდიდატს აქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, თანაბრად მიუწვდება ხელი  მედიაზე, თანაბარ პირობებში აყენებს ყველას ეს მედია გარემო და როცა კანდიდატები პატივს სცემენ ერთმანეთს.

აი, ეს არის ჩვენისურვილი და ამოცანა ამ არჩევნებში და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ არ დავაყენეთ ჩვენი კანდიდატი. როგორც ვხედავთ ასეთი პირობებით, პირველ რიგში,არაკეთილსინდისიერად ისარგებლა „ნაციონალურმა მოძრაობამ”.  აშკარაა, რომ ეს არჩევნები კი არ არის თქვენთვის, არამედ ეს არის რევანში ნებისმიერ ფასად. ასე შეიძლება დავარქვათ იმას, როგორც თქვენ იქცევით ამ კამპანიის დროს.

ყოველდღე ვხედავთ როგორ მუშაობს თქვენი სიცრუის მანქანა, თქვენი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც 2009 წლამდე რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან, ჩვენ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს  აკრიტიკებს, რომ საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები გააკეთაო.

იმავეს აკეთებენ ადამიანები,რომლებმაც 2008 წლის ომში, სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი, რა აქვთ მაგათ სალაპარაკო სალომე ზურაბიშვილზე, ვისი უშუალო ძალისხმევითაც მოხდა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანა და ვისი ხელმოწერაც არის ამ ისტორიულ დოკუმენტზე. ცოტა დაფიქრდით. უტიფრობასაც აქვს საზღვარი”,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოებული კამპანიის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა” კარგად ხვდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში აგებს არამხოლოდ მისი კანდიდატი, არამედ თავად პარტიაც, რომელიც საზოგადოებას მთავარ ოპოზიციურ პარტიად ეცნობოდა.

კომენტარები

არჩილ თალაკვაძე 2018-09-19
Tags არჩილ თალაკვაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულში ბრალდებას, ვალდებული ვარ, მოვახდინო რეაგირება და ამას თანაბრად გავაკეთებ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს

შემდეგი სტატია

მამუკა მდინარაძე: „28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდება”

მსგავსი სტატიები

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობა ფინანსური დახურვის ვადას 6 თვის ვადით გადაუვადებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობა ფინანსური დახურვის ვადას 6 თვის ვადით გადაუვადებს

ირაკლი შალიკაშვილი 12 ივნ 2019
ყველა საკითხზე პასუხს აგებს რასაკვირველია, შს მინისტრი – ვოლსკი 20 ივნისის დარბევაზე

ყველა საკითხზე პასუხს აგებს რასაკვირველია, შს მინისტრი – ვოლსკი 20 ივნისის დარბევაზე

ირაკლი შალიკაშვილი 28 ივნ 2019
„დროა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტი საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ განახორციელოს“

„დროა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტი საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ განახორციელოს“

01 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge