ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, თბილისისმეტროს მოძრავი შემადგენლობები პიკის საათებში სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ, – ამის შესახებთბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქისმთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დროის შუალედის შემცირება მეტროსმოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.
„პრობლემა იყო ის, რომ პიკის საათებში მოქალაქეებს5-6 წუთი ლოდინი უწევდათ, რაც სერიოზულდის კომფორტსა და პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მეტროს ვაგონების მთლიან განახლებას, მეტროს სამი ოთხვაგონიანი ახალიშემადგენლობა დაემატება, რომელიც „ახმეტელისთეატრი“ – „ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს და ერთი სამვაგონიანი შემადგენლობა საბურთალოს ხაზზე. ესმოგვცემს შესაძლებლობას, რომ პიკის საათებში, როდესაც ყველაზე ბევრი მგზავრი გადაადგილდება, მოცდის ინტერვალი სამ წუთამდე შევამციროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად, ოთხი ახალი შემადგენლობის დამატება იგეგმება.
„მომდევნო წლების განმავლობაში, ვაპირებთ ახალი შემადგენლობების დამატებას. ასევე, ვგეგმავთ ძველივაგონების მოდერნიზებას და გვინდა, რომ მეტრო მგზავრებისთვის ერთ–ერთი კომფორტულისაშუალება იყოს.
ტრანსპორტის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგალითად, ავტობუსების არსებულიპარკი, რაც მოძველებულია და მძიმემდგომარეობაშია, 2019 წლისთვის მთლიანად განახლდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მომდევნო წლებში, მეტრო თბილისელებისთვის ერთ–ერთი გამორჩეულად კომფორტული და სწრაფი ტრანსპორტი იქნება.
კომენტარები