NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი გახარია: „მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი თუ ზის სატრანსპორტო საშუალების საჭესთან მას ემუქრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“

გიორგი გახარია: „მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი თუ ზის სატრანსპორტო საშუალების საჭესთან მას ემუქრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“

18 სექ 2018 ახალი ამბები, სამართალი 787 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გიორგი გახარიამ მარიხუანის მოხმარების რეგულირების შესახებ შემუშავებულ კანონპროექტზე ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

გიორგი გახარია:  „ჩვენი მიზანი მდგომარეობდა და ამ ნაბიჯის და  საკანონმდებლო  ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი კონტექსტი იყო მარიხუანის მოხმარების დარეგულირება, რეგლამენტირება – რაც ჩვენ გავაკეთეთ.  ჩვენ დავწერეთ კანონი, სადაც წერია, რომ მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი, თუ ზის სატრანსპორტო საშუალების საჭესთან და მართავს მას, ემუქრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ახლა, წარმოიდგინეთ,

ეს რამხელა ცვლილებაა მენტალიტეტში. საზოგადოებაში აღქმული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ფაქტობრივი ლეგალიზება, და ვთქვით, რომ თუ ადამიანი იქნება კლინიკური ზემოქმედების ქვეშ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში, სასამართლოს ეძლევა უფლება მას მთელი რიგი სამოქალაქო უფლებები შეუზღუდოს, მათ შორის გარკვეულ პროფესიებზე – ექიმი, ადვოკატი, საჯარო სამსახურში დასაქმებული და ა.შ.
რეალურად, ჩვენ, მარიხუანის მოხმარების ნაწილში,

იქ სადაც სრული ქაოსი და დაუსჯელობა გვქონდა, დღეს გავაჩინეთ საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედების ძალიან დიდი ინსტრუმენტი. ჩათვალეთ, რომ ხდება გარკვეული ზეწოლა გადაწყვეტილების მიღებაზე, როდესაც ადამიანი იღებს პირველ გადაწყვეტილებას მოიხმაროს ეს ნივთიერება თუ არა; რაც, რა თქმა უნდა, არის ძალზედ მავნე მისთვის. ჩვენ მთელი რიგი სტრუქტურული ცვლილებები გავატარეთ და ვთქვით, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ეფექტური კონტროლის საშუალება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი.

ასევე, ვთქვით, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას მოჰყვება შემდგომი ნაბიჯები, სამედიცინო ინტერესებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს  და ექნება ეფექტური კონტროლის საშუალება და ასევე, ერთხელ ვთქვი ხაზგასმით, რომ ეს რეგულირების ნაწილში გავაკეთეთ. პირიქით, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხმარება, რომ მისი მკაცრი ნარკოპოლიტიკა განახორციელოს კიდევ უფრო ეფექტურად.

ეს არის და ეს. სხვა ყველა შეკითხვა თუ არსებობდა და არსებობს, კონსულტაციები გაგრძელდება და შეკითხვებს პასუხები გაეცემა. ფართო პლათფორმაზე, რომელზეც გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, იქნება მიღებული. ჩვენ ხომ ვთანხმდებით, რომ რეგულირების ნაწილში არანაირი კითხვები არ არსებობს და ეს უნდა გავაკეთოთ“.

კომენტარები

გიორგი გახარია მარიხუანა საზოგადოება 2018-09-18
Tags გიორგი გახარია მარიხუანა საზოგადოება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სოფიო ქაცარავა: „საფრანგეთთან თანამშრომლობის გაზრდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია”

შემდეგი სტატია

„იმისთვის, რომ შენს თანამებრძოლს გამოუცხადო მხარდაჭერა, ზუსტად უნდა იცოდე, რა პროცესთან გაქვს საქმე“

მსგავსი სტატიები

ზურაბ ჭიაბერაშვილი – დაგროვებითი პენსიის სისტემას გამაღარიბებელი ეფექტი ექნება, პენსიონერები კი ღირსეულ პენსიას ვერ მიიღებენ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – დაგროვებითი პენსიის სისტემას გამაღარიბებელი ეფექტი ექნება, პენსიონერები კი ღირსეულ პენსიას ვერ მიიღებენ

03 იან 2019
ანგელა მერკელი: მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე

ანგელა მერკელი: მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე

23 აგვ 2018
2018  წელს გარკვეული სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას შეეხება

2018  წელს გარკვეული სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას შეეხება

06 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

  • მამა ლევანი: იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო

    მამა ლევანი: იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო

  • ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

    ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

  • ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

    ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

  • დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

    ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

  • არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

    არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

  • ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

    კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

  • კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

    კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge