NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი გახარია: არავის არსად გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის საშუალებას მოგვცემს – საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე

გიორგი გახარია: არავის არსად გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის საშუალებას მოგვცემს – საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე

18 სექ 2018 ახალი ამბები, სამართალი 775 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს. სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ევროკავშირის სისხლის სამართლის  მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონფერენცია გამართა თემაზე ,,საგამოძიებო სისტემის რეფორმა“.

კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საუკეთესო კადრების მოზიდვის და მათი კარიერული ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„ყველას ექნება შესაძლებლობა გადამზადების. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი სტრუქტურაა. გვაქვს იმის საშუალება რომ სისტემაში ხალხი შევინარჩუნოთ, თუმცა მეორეს მხრივ ვაცნობიერებთ რომ კომპეტენცია უნდა ფასდებოდეს.

შეუძლებელია ეფექტური სისტემის აწყობა თუ კვალიფიკაციის მაღალ დონეს არ მოჰყვა მეტი უფლებამოსილებები და მეტი პასუხისმგებლობები.  რაც შეეხება კარიერულ ზრდას, ყველას ექნება ამის შესაძლებლობა. მიღების წესთან დაკავშირებით, მკვიდრდება ახალი წესი როგორ მოხდება კარიერული ზრდა.

ვერ გადავა ადამიანი ერთი საფეხურიდან უფრო მაღალ კარიერულ საფეხურზე თუ შესაბამისი კვალიფიკაციის გადამზადების ან  საბაზისო კურსები არ ექნება გავლილი, ესეც იქნება ძალიან მკაფიოდ სტრუქტურირებული და ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ვდგამთ.

ჩვენი მიზანი არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პირველ რიგში მართლწესრიგის, კრიმინალთან ბრძოლის, საგამოძიებო კომპონენტის განმახორციელებელი ორგანო, იყოს მიმზიდველი კვალიფიციური ახალგაზრდა კადრებისთვის.

ეს არის ძირითადი ამოცანა, არ უნდა იყოს ეს რუტინული  სამსახური მხოლოდ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როგორც სოციალურ კომპონენტს, ასევე კარიერული ზრდის კომპონენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არავის არსად არ გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის საშუალებას მოგვცემს, თუმცა, შიდა გრადაცია მოხდება, საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

გიორგი გახარია კადრები შს მინისტრი 2018-09-18
Tags გიორგი გახარია კადრები შს მინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე კლინიკაშია გადაყვანილი

შემდეგი სტატია

“მარიხუანას მოხმარების ნაწილში სრული ქაოსი და დაუსჯელობა გვქონდა”

მსგავსი სტატიები

„140 000 ლარით დაჯარიმება ჩვენი სურვილი არ ყოფილა“

„140 000 ლარით დაჯარიმება ჩვენი სურვილი არ ყოფილა“

03 იან 2018
კალაძემ რაგბის კომპლექსში ხარვეზების გამოსწორების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

კალაძემ რაგბის კომპლექსში ხარვეზების გამოსწორების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

16 იან 2018
შსს-მ ხაშურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ ხაშურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

04 მაი 2018

უახლესი ამბები

  • თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

    თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

  • მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

    მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

  • “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

    “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

  • დღე ისტორიაში – 28 იანვარი

    დღე ისტორიაში – 28 იანვარი

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge