NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს

18 სექ 2018 საზოგადოება 674 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს. შესაბამისი განცხადება სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, თემაზე: ,,საგამოძიებო სისტემის რეფორმა“ მიმდინარე კონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა კრიმინალური პოლიციის რეფორმის განხორციელებაზე ისაუბრა, რომელიც, მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე „სისტემური განახლების“ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა და სამივე მიმართულების გაძლიერების გზით, კრიმინალური პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება. რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი კი გამოძიების ხარისხის გაზრდაა, როგორც კვალიფიკაციის ამაღლების და სისტემის შიგნით ფუნქციების გამიჯვნის, ისე საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო უფლებამოსილებების მკაფიოდ განსაზღვრის გზით.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრომ უკვე შეაფასა გამომძიებელთა კვალიფიკაცია. მისი თქმით, მიღებული შედეგების შესაბამისად სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა პროფესიული გადამზადების მოდული შემუშავდა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულია გამომძიებელთა საბაზისო მომზადების პროგრამა, გაიზარდა გამომძიებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამტკიცდა სამსახურში მიღების ახალი წესი, რომლის მიზანიც უწყებაში ახალი, მოტივირებული კადრების დასაქმების ხელშეწყობაა.

ამასთან, კონფერენციაში მონაწილეებს სამინისტროში მიმდინარე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების ნიმუშად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ახალი სტრუქტურა წარედგინა.

შს უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურის ცვლილების მთავარი მიზანია, ერთმანეთისგან მკაფიოდ გაიმიჯნოს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებები. უფრო კონკრეტულად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში იქნებიან გამომძიებლები, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ გამოძიებაზე, დეტექტივები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მხოლოდ ოპერატიულ მუშაობაზე და მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან პრევენციულ საპოლიციო საქმიანობაზე. გარდა ამისა, იქმნება არასრულწლოვანთა სამმართველო, რომელიც თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე იქნება პასუხისმგებელი.

საუბარი ასევე შეეხო გამოძიების პროცესში საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხს, რომლის მიზანი გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა, გამომძიებელთა პასუხისმგებლობის ზრდა, გამოძიების ხარისხის ამაღლება და გამოძიების პროცესზე საპროკურორო კონტროლის გაძლიერებაა. წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების შესახებ. საერთაშორისო ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით არსებული პრობლემების საკანონმდებლო დონეზე მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

TOP რეფორმა შსს 2018-09-18
Tags TOP რეფორმა შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“აშშ-ს შეუძლია დაარწმუნოს პარტნიორები, რათა უკეთ გაითავისონ, რომ რუსული ჯარების ყოფნა საქართველოში ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაა”

შემდეგი სტატია

„ბოლო 15-20 წლის განმავლობაში კრიმინალურ პოლიციაში რეფორმის მსგავსი არაფერი მომხდარა“

მსგავსი სტატიები

„ოპოზიციური პარტიების ასეთი შეფასება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს“

23 ოქტ 2017
ამირან გამყრელიძე: უნდა გავითავისოთ, რომ ომში ვართ დღეს მიკროსამყაროსთან, ვინ ვის დაამარცხებს, რთულია …

ამირან გამყრელიძე: უნდა გავითავისოთ, რომ ომში ვართ დღეს მიკროსამყაროსთან, ვინ ვის დაამარცხებს, რთულია …

ნინო ჩხეიძე 20 აგვ 2021
ტყიბულის შახტის ადმინსიტრაცია მეშახტეებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ტყიბულის შახტის ადმინსიტრაცია მეშახტეებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს

18 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • კომპანია Nike რუსეთში მაღაზიები დახურა

    კომპანია Nike რუსეთში მაღაზიები დახურა

  • დმიტრო კულება: …ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ

    დმიტრო კულება: …ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ

  • გიორგი გურგულია: …ზელენსკის კიდე საქართველო კი არა, უკრაინაც არ უყვარს

    გიორგი გურგულია: …ზელენსკის კიდე საქართველო კი არა, უკრაინაც არ უყვარს

  • თინა ხიდაშელი: ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა

    თინა ხიდაშელი: ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა

  • მედია: ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

    მედია: ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

  • ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

    ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

  • ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

    ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

  • უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

    უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

  • ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

    ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

  • ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

    ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge