NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თამარ ჩუგოშვილი: ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ იმგვარი კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტს გააძლიერებს ინსტიტუციურად და გააძლიერებს აგრეთვე ოპოზიციის როლსაც საპარლამენტო საქმიანობაში

თამარ ჩუგოშვილი: ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ იმგვარი კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტს გააძლიერებს ინსტიტუციურად და გააძლიერებს აგრეთვე ოპოზიციის როლსაც საპარლამენტო საქმიანობაში

17 სექ 2018 ახალი ამბები 605 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლმენტში მიმდინარე საპარლამენტო სემინარის – „საპარლამენტო ზედამხედველობა და ოპოზიციის როლი” მონაწილეებს პარლამენტისთავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტოასამბლეაში თამარ ჩუგოშვილმა  პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიმართულებით შემუშავებულიცვლილებები და  სიახლეები გააცნო.

მისი განცხადებით, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ  ტრადიციულად  ძლიერი იყო  აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი დაარა პარლამენტი.  იყო  დისბალანსი ხელისუფლება სხვადასხვა შტოებს შორის, რაც ეფუძნებოდა როგორც კონსტიტუციას, ასევე პრაქტიკას.

„შეუძლებელი იყო პარლამენტის მიერ მთავარობის უნდობლობის გამოცხადება. პრაქტიკა იყო ისეთი, რომ პარლამენტს არასდროს უყურებდნენ როგროცმაკონტროლებელ ორგანოს და ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორებულიყო”,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, პარლამენტის ორ ქალაქში – თბილისსა და ქუთაისში საქმიანობამ ცუდ მდგომარეობაშიჩააყენა საკანონმდებლო ორგანო, როგორ ინსტიტუცია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა თბილისშია.

„ამ ორი წლის განმავლობაში პრიორიტეტი პარლამენტის გაძლიერება გახდა და ამისთვის მნიშვნელოვანი და დიდი ძალისხმევა გავწიეთ”, -განაცხადა თამარჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციორეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის პრიორიტეტია პარლამენტის გაძლიერება. დიდი ძალისხმევა გავწიეთ ამ მიმართულებით, პირველი რასაც გამოვყოფდი ამ მიმართულებით არის, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ძალაში შევა მას შემდეგ, რაც არჩეული იქნება პრეზიდენტი.  მნიშვნელოვანია, ის თუ როგორ არის ფუნქციებიგადანაწილებული საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის. ამ კონსტიტუციურმა ცვლილებებმა გააძლიერა არა მხოლოდ პარლამენტი, როგორცინსტიტუცია, არამედ მან გააძლიერა ოპოზიციაც. ახლა პარლამენტს შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს აღმასრულებელ შტოს და გაცილებით მარტივადშეუძლია გადაწყვეტილებების მიღება უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრის დროს. ეს აძლევს უფრო დიდ საშუალებას ოპოზიციას, რათაგანახორციელოს მაკონტროლებელი ფუნქცია”, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განაცხადებით, მარტივდება  პარლამენტს  მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება დამთავრობა ბევრად უფრო ანგარიშვალდებული ხდება პარლამენტის წინაშე.

„მთავრობის წევრებს უფრო ხშირად მოუწევთ პარლამენტში მოსვლა. ყოველ თვეს პლენარულ სხდომებზე მინისტრები ვალდებული იქნებიან გამოცხადნენ.წელსაც, მინისტრები უფრო ხშირად წარსდგენენ დეპუტატების წინაშე.  ჩვენ ოპოზიციას ვაძლევთ უფლებას მინისტრები გამოიძახონ კომიტეტებში”,-აღნიშნათამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით,  ოპოზიციას უფრო ადვილად შეეძლება შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რაც მნიშვნელოვანი საკონტროლო ფუნქციაა.

 

კომენტარები

თამარ ჩუგოშვილი 2018-09-17
Tags თამარ ჩუგოშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლევან ყიფიანს პროკურატურაში 17:00 საათზე ელოდებიან

შემდეგი სტატია

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხელშეკრულების გაწყვეტაზე განკარგულებას ხელი მოაწერა

მსგავსი სტატიები

„ქართული ოცნება“ გაიქცა კომიტეტის სხდომიდან – ეს არის მშიშარა ძალა, რომელიც ასრულებს დავალებას და არანაირი არგუმენტი არ აქვს, თუ რატომ იღებს ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს

„ქართული ოცნება“ გაიქცა კომიტეტის სხდომიდან – ეს არის მშიშარა ძალა, რომელიც ასრულებს დავალებას და არანაირი არგუმენტი არ აქვს, თუ რატომ იღებს ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს

ირაკლი შალიკაშვილი 01 თებ 2022
ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – დეპუტატებმა ერთმანეთი სცემეს

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – დეპუტატებმა ერთმანეთი სცემეს

სოსო ელისაშვილი 12 აპრ 2019

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალს უცნობი პირი თავს დაესხა

11 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

  • ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

    ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

  • ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

    ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

  • დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

    დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის  მშენებლობა დაასრულა

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

  • 500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

    500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

  • თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო  ხელშეკრულება გააფორმეს

    თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

  • ნენსი პელოსი: კანონზე მაღლა ყოფილი პრეზიდენტიც კი არ დგას

    ნენსი პელოსი: კანონზე მაღლა ყოფილი პრეზიდენტიც კი არ დგას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge