NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო – ცხადია, რუსეთმა

საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო – ცხადია, რუსეთმა

17 სექ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 526 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მისი საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საქართველოს გათავისუფლება იყო, არის და იქნება მისი და მისი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება, ზურაბიშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მისი მხარდამჭერების მიმართ ხორციელდება ზეწოლა.

„მე მინდოდა ევროპული კამპანია, ზრდილობა და მომავალზე მსჯელობა და ამას ვიზამ. მაგრამ თურმე ჯერ ყველაფერი უნდა აირიოს და ამისი უფლება არ უნდა მოგვცენ იმათმა, ვისაც წარსულში დაბრუნება უნდათ იმ იმედით, რომ თვითონაც დაბრუნდებიან. მაგრამ იმათმა იციან მხოლოდ ერთი რამ, რაც არის საბჭოთა კავშირის დანატოვარი – დასმენა, ტყუილი, შავი პიარი, მოსმენები, მუქარა. არ ვაპირებდი ამ ყველაფერზე პასუხს. ახლა დაიწყო თავდასხმა მხარდამჭერებზე, ცილისწამება, მუქარა, რომ აღარ გამოგიყვანთო ტელევიზიით. გადავწყვიტე, რომ დრო იყო ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო. ეს სპეკულაცია ერთად უნდა დავასრულოთ. რუსეთის მიმართ ჩემი დამოკიდებულება უცვლელია 60 წელზე მეტია უკვე. საქართველოს გათავისუფლება იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა. ვისგან დაცვა ხომ არ მეტყვით? – რუსეთისგან.

რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი; 1921 წელს, როცა დაარღვია 1920 წელს აღიარებული სუვერენობა და რის გამოც ჩემები წამოვიდნენ და დავიბადე საფრანგეთში. აგრესორი და ოკუპანტია 2008 წლიდან, როცა კიდევ ერთხელ დაარღვია ის, რაც მე ძალიან კარგად ვიცი, ყველა საერთაშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ სუვერენობას და დამოუკიდებლობას.

მეორე თემა – საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო – ცხადია, რუსეთმა და რატომ?- რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით. საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასოდეს არ შეჭრილა, არასოდეს არ მოუხდენია აგრესია. ეს არის ისეთი ელემენტარული, როგორც 1+1 არის 2. ამაზე ვინ შეიძლება დავობდეს? ამაზე მე არასდროს მითქვამს, ამაზე არ ვმსჯელობდი. არც მე და არცერთი ქართველი არ დაუშვებს თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

პრეზენტაცია რუსეთი საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია სალომე ზურაბიშვილი საქართველო-რუსეთის ომი 2018-09-17
Tags პრეზენტაცია რუსეთი საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია სალომე ზურაბიშვილი საქართველო-რუსეთის ომი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისი გალერეამ ნინო ბოსიკაშილის გამოფენას უმასპინძლა

შემდეგი სტატია

თბილისის მერი ნაძალადევის რაიონში ახლადგახსნილ ბაღს ეწვია

მსგავსი სტატიები

ხელისუფლების გზავნილები პრობლემის მოკლევადიან გადაგორებაზეა ორიენტირებული – საარჩევნო დღის წესრიგით უფრო მოქმედებენ ვიდრე სახელმწიფოებრივით

ხელისუფლების გზავნილები პრობლემის მოკლევადიან გადაგორებაზეა ორიენტირებული – საარჩევნო დღის წესრიგით უფრო მოქმედებენ ვიდრე სახელმწიფოებრივით

ირაკლი შალიკაშვილი 28 მაი 2020

„ისრაელს შევედაროთ სამხედრო და სამედიცინო ტექნოლოგიებში და არა პლანის პლანტაციების გაშენებაში“

17 სექ 2018
გია ვოლსკი: არანაირი დაპირისპირება სახეზე არ არის

გია ვოლსკი: არანაირი დაპირისპირება სახეზე არ არის

16 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

  • ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

    ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

  • საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

    საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

  • იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

    იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

  • ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა

    ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა

  • სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე მიდის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იციან რა ქნან

    სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე მიდის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იციან რა ქნან

  • მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი

    მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი

  • გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

    გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge