საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრებისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების მონაწილეობითა სემინარი – „საპარლამენტო ზედამხედველობა და ოპოზიციის როლი” იმართება.
სემინარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს მუდმივ მოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში თამარ ჩუგოშვილმა გახსნა.
„ჩვენი დღევანდელი სემინარი საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხებსა და ოპოზიციის როლს შეეხება. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო დისკუსია გაიმართება”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ როჯერ გეილმა მიმართა.
მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს თბილისში საპარლამენტო ზედამხედველობასა და ოპოზიციის როლზე სემინარი იმართება ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატია ცოცხლობს და ვითარდება. როჯერ გეილი თავის სიტყვაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ყველა ელოდება იმ დღეს, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქე შეძლებს გაერთიანებულ ქვეყანში ცხოვრებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა როჯერ გეილს საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე საუბრისათვის, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიები და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის განვითარებისათვის და დემოკრატიის გაძლიერებისთვის. მისივე თქმით, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია პარლამენტის გაძლიერება. როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად პარლამენტის როლი ძლიერდება, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლიო კობახიძეს მიუძღვის.
სემინარიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა.
მან საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეფორმის ცენტრი არისპარლამენტის გაძლიერება.
„საქართველოს მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა არის ბოლო წლებში, 2012 წლისშემდეგ, ძალაუფლებაში „ქართული ოცნების” მოსვლის შემდგომ, მკაცრი დემოკრატიზაციისლოგიკური შედეგი.
საპარლამენტო დემოკრატია სამთავრობო ინსტიტუტების და მათი ურთიერთქმედებისრესტრუქტურიზაციას მოითხოვდა. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მოვახდინეთსაკონსტიტუციო რეფორმის ინიცირება თითქმის ორი წლის წინ და წარმატებულადდავასრულეთ ეს პროცესი მიმდინარე წელს.
პარლამენტის გაძლიერება ამ ფართო პოლიტიკური რეფორმის ცენტრია. საქართველოსპარლამენტი იყო ქართული დემოკრატიის აკვანი, სადაც პოლიტიკური პლურალიზმი დადემოკრატიული კონკურენცია ეხმარებოდა ჩვენს ერს, შეენარჩუნებინა და განემტკიცებინაჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ასევე, განევითარებინადემოკრატიული პრაქტიკა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსაკმაოდ სუსტი და არაეფექტური იყო, თუმცა, ახლა, ეს ვითარება სწრაფად იცვლება.
„საქართველოს პარლამენტი წინა მთავრობების დროს, ჰიპერ-საპრეზიდენტო მოქმედებებისპირობებში, საკმაოდ სუსტი და არაეფექტური იყო. ახლა ეს სწრაფად იცვლება. ჩვენმოვამზადეთ სხვადასხვა ინიციატივები, რომელთა მიზანიც ქართული დემოკრატიის დაცვა დაიმის უზრუნველყოფაა, რომ ავტორიტარული პრაქტიკა არასდროს აღარ დაბრუნდეს. ახალიკონსტიტუცია უზრუნველყოფს რომ იყოს შეკავებისა და გაწონასწორების ეფექტური დაადეკვატური სისტემა საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის. საქართველოსპარლამენტის რეგლამენტის რეფორმის მეშვეობით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ კაბინეტი დასამთავრობო უწყებები ანგარიშვალდებულები არიან პარლამენტის წინაშე არა მხოლოდფურცელზე, არამედ პრაქტიკულადაც.
მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის უფლებები და პრივილეგიები უფრო ფართოვდება.პარლამენტის სრული შემადგენლობის მხოლოდ ერთ მესამედს შეეძლება საგამოძიებოკომისიის შექმნა და ოპოზიციის წევრთა რაოდენობა კომისიის შემადგენლობის ნახევარზენაკლები არ იქნება. კონსტიტუციის წინა რედაქციით მხოლოდ უმრავლესობას ჰქონდა ამისუფლება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები