NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17 სექ 2018 ახალი ამბები, სამართალი 327 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რ.ა. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს, გორის რაიონის სოფელ ატენში რ.ა.-ს კონფლიქტი მოუხდა თ.კ.-სთან. აღნიშნულით განაწყენებული რ.ა. იმავე დღეს მივიდა თ.კ.-ს დედასთან ე.კ.-სთან სახლში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მას ხის ნაჭერი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად ე.კ. 2018 წლის 1 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა რ.ა. 2017 წლის 30 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ ატენში დააკავეს. გორის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ რ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

კომენტარები

განზრახ მკვლელობა გორის რაიონული სასამართლო პროკურატურა 2018-09-17
Tags განზრახ მკვლელობა გორის რაიონული სასამართლო პროკურატურა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„პირადად მე ვეთანხმები კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც მარიხუანას კულტივაციას და ექსპორტს ეხება“

შემდეგი სტატია

ჯონ ტეფტი: ლავროვის აღიარებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ რუსეთი მთავრობის ჩამოგდებას აპირებდა

მსგავსი სტატიები

გემი რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ტოგოს რესპუბლიკაშია

გემი რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ტოგოს რესპუბლიკაშია

25 აგვ 2018
გააცნობიერონ საფრთხე, თორე ამ უმძიმესი ზამთრის შემდეგ მოვა გაზაფხული

გააცნობიერონ საფრთხე, თორე ამ უმძიმესი ზამთრის შემდეგ მოვა გაზაფხული

ირაკლი შალიკაშვილი 18 დეკ 2020

„პრემიერმა ყველაზე სწორიგანცხადება გააკეთა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“

23 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ნასტასი კინსკი იუბილარია

    ნასტასი კინსკი იუბილარია

  • დმანისთან მიწისძვრა მოხდა

    დმანისთან მიწისძვრა მოხდა

  • თვითმფრინავი, რომლითაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გოიანაში მიფრინავდნენ, ჩამოვარდა

    თვითმფრინავი, რომლითაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გოიანაში მიფრინავდნენ, ჩამოვარდა

  • ” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

    ” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

  • “ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით – ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”

    “ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით – ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”

  • “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

    “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

  • “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

    “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

  • გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც  …

    გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც …

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge