NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„პირადად მე ვეთანხმები კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც მარიხუანას კულტივაციას და ექსპორტს ეხება“

„პირადად მე ვეთანხმები კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც მარიხუანას კულტივაციას და ექსპორტს ეხება“

17 სექ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 735 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებულმა საკანონმდებლო პაკეტზე კონსულტაციებისთვის დამატებით დროს გამოიყენებენ. მისივე თქმით, საზოგადოებაში კანონპროექტის იმ ნაწილმა, რომელშიც საუბარია ფარმაცევტული მიზნებისთვის მარიხუანის კულტივაციის საკითხზე, კითხვები გააჩინა.

„კანონპროექტი ორი ნაწილისგან შედგება. როგორც ჩანს, კანონპროექტის პირველ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც მოხმარების რეგულაციას შეეხება, ნაკლები დისკუსია არსებობს. ბევრად მეტი დისკუსია გამოიწვია კანონპროექტის მეორე ნაწილმა, რომელიც შეეხებოდა ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციის საკითხს. ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ გადავდოთ ამ საკითხის განხილვა, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოების თითქმის ყველა წრეში ამან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ან ჩვენ გვჭირდება, ერთი მხრივ, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, თუ ზუსტად რა იგულისხმება, ან ჩვენ თავად გვჭირდება, რომ მეტად მოვისმინოთ მოსახლეობის აზრი ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, პირადად ის მარიხუანას ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციის ნაწილს და ექსპორტის მიზნებისთვის გამოყენებას ეთანხმება. ჩუგოშვილის განცხადებით, ამ საკითხზე საპატრიარქოს აზრს დიდი გავლენა აქვს.

„ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციის ნაწილს და ექსპორტის მიზნებისთვის, პირადად ვეთანხმები, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება.

გადამწყვეტი იყო მთლიანად საზოგადოების პოზიცია, რადგან საერთო პოზიცია იყო ნეგატიური ამ საკითხის მიმართ და ამიტომ არ გამოვყოფდი რომელიმე ერთ ჯგუფს, თუმცა, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს აზრს აქვს ძალიან დიდი გავლენა“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

თამარ ჩუგოშვილი კანაფის კულტივაცია კანონპროექტი მარიხუანა საპატრიარქო 2018-09-17
Tags თამარ ჩუგოშვილი კანაფის კულტივაცია კანონპროექტი მარიხუანა საპატრიარქო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო

შემდეგი სტატია

თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მსგავსი სტატიები

თბილისის ზოოპარკში ბურჩელის ზებრა დაიბადა

14 სექ 2017
იუსტიციის მინისტრმა და აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ დუნკანმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს

იუსტიციის მინისტრმა და აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ დუნკანმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს

03 აპრ 2018

„სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ეს იქნება ნელად მოქმედი ნაღმი“

სოსო ელისაშვილი 14 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge