არანაირი შესაძლებლობა და შანსი არ უნდა დავუტოვოთ იმ ადამიანებს, ვინც ძალიან დიდი წვლილი ითამაშა იმაში, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა. კახი კალაძემ მოუწოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭირონ.
„მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ კანდიდატს და დარწმუნებული ვარ, 28-ში ქალბატონი სალომე აუცილებლად გაიმარჯვებს.
კომენტარები