NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ჯონ ტეფტი: ლავროვის აღიარებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ რუსეთი მთავრობის ჩამოგდებას აპირებდა

ჯონ ტეფტი: ლავროვის აღიარებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ რუსეთი მთავრობის ჩამოგდებას აპირებდა

17 სექ 2018 პოლიტიკა 313 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ურთიერთობის ნორმალიზებაზე მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება საუბარი, როცა რუსეთი ჯარებს გაიყვანს ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, – ამის შესახებ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკელმა დიპლომატმა ჯონ ტეფტმა განაცხადა.

როგორც ტეფტმა აღნიშნა, ურთიერთობის ნორმალიზებისათვის რუსეთის მთავრობამ უკან უნდა გადადგას ნაბიჯი და სტატუს კვოს დაუბრუნდეს.

„ნორმალიზებაზე მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება საუბარი, როცა რუსეთი ჯარებს გაიყვანს ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. ამ რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადება სისულელე იყო. ვფიქრობ, ურთიერთობის ნორმალიზებისათვის რუსეთის მთავრობამ უკან უნდა გადადგას ნაბიჯი და სტატუს კვოს დაუბრუნდეს“, – განაცხადა ჯონ ტეფტმა ინტერვიუში.

ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ „საელჩოში ეს ნამდვილად არ იყო მოვლენათა მოულოდნელი განვითარება“.

„გულწრფელად გეტყვით, ამ ყველაფერზე წიგნის დაწერას ვაპირებ და არ მინდა დეტალებზე ნაადრევად ლაპარაკი. მხოლოდ ერთს ვიტყვი – ჩემთვის ნათელი იყო, რომ რუსები რაღაცას ამზადებდნენ: მთელი ეს საჯარისო ნაწილები, რკინიგზის ინციდენტი და მსგავსი პროვოკაციები კარგს არაფერს მოასწავებდა. მაშინ, ისევე როგორც დღეს, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ შემდგომ განვითარებული კონფლიქტის ფესვები სწორედ ამ გამუდმებული ზეწოლის პერიოდში უნდა ვეძებოთ. განსაკუთრებით, თუ იმ პერიოდს დღევანდელი გადმოსახედიდან შეხედავთ, როდესაც უკვე ვიცით, რას სჩადის რუსეთი უკრაინაში, ცხადია, ეს იყო განუყოფელი ნაწილი იმ ზოგადი სქემისა, რაც რუსეთს ჰქონდა: აღედგინა საკუთარი კონტროლი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსები ახლო აღმოსავლეთს უწოდებენ.

ჩვენ ვიცოდით, რომ ტემპერატურა დუღილის წერტილს აღწევდა. გაუკვირდათ თუ არა ეს ვაშინგტონსა თუ ევროპაში, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენთვის ეს მოულოდნელობა არ ყოფილა. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ომი მოხდა მაშინ, როდესაც მისთვის ნაკლებად ეცალათ: ბუშის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ერაყსა და ავღანეთზე იყო კონცენტრირებული, მიმდინარეობდა ოლიმპიადაც და ყველას ყურადღება ამისკენ იყო მიპყრობილი. მაგრამ ჩვენთან, საელჩოში, ეს ნამდვილად არ იყო მოვლენათა მოულოდნელი განვითარება და ჩვენ სრულ ინფორმაციას ვაწვდიდით ვაშინგტონს რუსეთის ქმედებებზე აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში“, – განაცხადა ტეფტმა.

კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება? ტეფტი პასუხობს: „ვიცი, რომ არის ხალხი, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილს აკრიტიკებს ცხინვალში საჯარისო ნაწილების გაგზავნის გამო, აცხადებენ, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. მეორე მხრივ, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ახლახან “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ სტატიაში გაიხსენა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან, სადაც ამ უკანასკნელმა, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდის ოფიციალური ხაზი ამტკიცებდა, რუსეთი მხოლოდ მშვიდობის აღსადგენად, საბრალო ოსების დასაცავად მოქმედებსო, რაისს პირდაპირ უთხრა, რომ ისინი მთავრობის ჩამოგდებას აპირებდნენ. ვფიქრობ, ლავროვის აღიარებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ რუსეთი სწორედ ამას გეგმავდა. არასოდეს გამჩენია კითხვა, ვინ მოახდინა ომის პროვოცირება და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემს სიმართლეში“, – განაცხადა ტეფტმა.

წყარო: new.ipn.ge

კომენტარები

2008 წლის აგვისტოს ომი TOP ევრაზიის ეკონომიკური კავშირი კონდოლიზა რაისი მიხეილ სააკაშვილი ჯონ ტეფტი 2018-09-17
Tags 2008 წლის აგვისტოს ომი TOP ევრაზიის ეკონომიკური კავშირი კონდოლიზა რაისი მიხეილ სააკაშვილი ჯონ ტეფტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი არის ქართული დემოკრატიის აკვანი

მსგავსი სტატიები

დაპირებული პროპორციული სისტემა პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით ვერ განხორციელდა

დაპირებული პროპორციული სისტემა პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით ვერ განხორციელდა

ირაკლი შალიკაშვილი 17 დეკ 2019
ბახტაძე: 6 წლის წინ ქართველმა ერმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს

ბახტაძე: 6 წლის წინ ქართველმა ერმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს

სოსო ელისაშვილი 03 ოქტ 2018
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეს შობის დღესასწაული აღნიშნეს

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეს შობის დღესასწაული აღნიშნეს

07 იან 2018

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge