NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მეუფე იაკობი: თუ უგუნურება გააგრძელეს, ასიათასობით კაციც გამოვალთ

მეუფე იაკობი: თუ უგუნურება გააგრძელეს, ასიათასობით კაციც გამოვალთ

17 სექ 2018 საზოგადოება 552 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მარიხუანას წარმოება-ექსპორტის ინიციატივასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს.

მისი თქმით, ხელისუფლებას შეუძლია „გადახედოს“, რამდენი ადამიანი გაჰყვება მას და რამდენი ეკლესიას.

„შინაგან საქმეთა მინისტრს ვიცნობ, ჭკვიანი კაცია და მინდა მას მივმართო. ის არის პოლიციის სახე დღესდღეობით. ქვეყანას სჭირდება ძლიერი პოლიცია და დღევანდელდამდე, ძველი დროიდან მოყოლებული, ქართველი სამართალდამცველები რასაც ებრძოდნენ, ახლა თვითონ რომ ეგ გააკეთონ, რა ავტორიტეტი ექნებათ პოლიციაში? დღეს ჩვენ უფრო მოგვისმენს ხალხი თუ ჩვენს მთავრობას? იმ ადამიანებს, რომლებიც კეთილდღეობაზე გველაპარაკებიან. გადახედონ და შეხედონ რამდენი გაყვება მათ და რამდენს ექნება ჩვენი იმედი, რომ არ მივატოვებთ.

მე კიდევ მჯერა და იმედს მაინც ვიტოვებ, რადგან ადამიანს უნდა დაუტოვო გზა, რომ თავისი შეცდომა აღიაროს. მე ვფიქრობ, რომ ეს არამარტო შეცდომაა, არამედ საბოლოო ჯამში, თუ მივიღებთ, თავისი სახელიც დაერქმევათ და მოღალატეები დაერქმევათ. რაც არ უნდა ინოვაციებზე გველაპარაკოს ფინანსთა მინისტრი, ადამიანი როცა მოდის მთავრობაში ხომ ჰკითხავთ – მითხარი რა გაგიკეთებია?! აი, გვითხარით, რა გაქვთ გაკეთებული რომ გენდოთ? ნდობა რომ გვქონდეს თქვენი? ეს ბუნებრივი კითხვებია“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა ხელისუფლებას მოუწოდა, ნუ დაუპირისპირდება ერს.

„თუ მაინც თავისი არ დაიშალეს და გაიტანეს, ჩვენ გვრჩება პარლამენტი. პარლამენტში 150 კაცი ავირჩიეთ და დღეს არ ვიცი, რამდენია დარჩენილი, მაგრამ მე მჯერა, რომ მათში საქართველოს მოწინააღმდეგეს იმდენს ვერ იპოვიან, რომ ქართველი ერის წინააღმდეგ მიიღონ რაღაც გადაწყვეტილება.

ნუ დავუპირისპირდებით ერს. ერთი რამ იცოდეთ – ჩვენ, ეკლესიას გადაწყვეტილი გვაქვს, სადაც დავჭირდებით ერს იქ ვიქნებით. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები. ჭკვიანი ხალხი ვართ და შეგვიძლია ისე წყანარად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არც იცოდნენ, რას ვაკეთებთ. არაფერზე, არცერთი ძალის წინაშე არ დავიხევთ უკან. ჩვენ დავდგებით იქ, სადაც გვთხოვს ჩვენი ერი. ბევრი მოდის და გვეუბნება, ოჯახიდან ყველა გამოვალთო, ბავშვებთან ერთად გამოვალთო და ალბათ, თუ უგუნურება გააგრძელეს, ასიათასობით კაციც გამოვალთ და მერე უკვე ძალის წინააღმდეგ, უნდათ არ უნდათ დაიხევენ უკან“, – აღნიშნა მეუფემ.

კომენტარები

TOP მარიხუანა მეუფე იაკობი 2018-09-17
Tags TOP მარიხუანა მეუფე იაკობი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი ეწყობა

შემდეგი სტატია

„დაფრანგული ქალბატონი, თავისი დაფრანგული აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას“

მსგავსი სტატიები

ლიტვურ ენაში Gruzija-სთან ერთად Sakartvelo ოფიციალურად დამკვიდრდება

ლიტვურ ენაში Gruzija-სთან ერთად Sakartvelo ოფიციალურად დამკვიდრდება

06 აპრ 2018
გრიგოლ ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილს უკვე ეტყობა, რომ ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამას სასწრაფო მიხედვა სჭირდება

გრიგოლ ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილს უკვე ეტყობა, რომ ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამას სასწრაფო მიხედვა სჭირდება

ირაკლი შალიკაშვილი 07 თებ 2022
ცოტნე კობერიძე: ვინმეს გჯერათ თქვენ რომ საჩუქრად მოითხოვოთ მსგავსი რამეები და მერია გაჩუქებთ?

ცოტნე კობერიძე: ვინმეს გჯერათ თქვენ რომ საჩუქრად მოითხოვოთ მსგავსი რამეები და მერია გაჩუქებთ?

ნინო ჩხეიძე 25 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge