NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ეს იქნება კონცერტი ყველასთვის“  – „თბილისის ცის ქვეშ“ ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება

„ეს იქნება კონცერტი ყველასთვის“  – „თბილისის ცის ქვეშ“ ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება

16 სექ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 657 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება.

ქეთი მელუა საქართველოს „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ ფარგლებში ეწვია. მსოფლიო მასშტაბის პოპ-ვარსკვლავის კონცერტი 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება. ქეთი მელუა ქართველი მსმენელის წინაშე თავის ბრიტანულ ჯგუფთან ერთად, ძველი და ახალი ჰიტებით წარდგება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

თბილისში ჩამოსულ მომღერალს დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეხვდა და იუბილარ მუსიკოსს დაბადების დღე მიულოცა. კახა კალაძემ ქეთი მელუას თბილისის მერიის პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ქეთი მელუას აეროპორტში თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, მედიის წარმომადგენლები და თაყვანისმცემლები დახვდნენ. ცნობილი მომღერლის თქმით, ყველაზე სასიხარულო და მნიშვნელოვანი მისთვის კონცერტზე თავისუფალი დასწრების შესაძლებლობაა.

როგორც ქეთი მელუამ აღნიშნა, „ეს იქნება კონცერტი ყველასთვის“.

„როგორც კი თვითმფრინავში ვჯდები და საქართველოსკენ მოვდივარ, ვიქცევი ბავშვად. ეს არის არანორმალური ემოცია და სიყვარული, რადგან აქ ყოფნის დროს ყოველთვის ვგრძნობ ძალიან დიდ სითბოს და პატივისცემას. აქ ჩემი სახლია. ძალიან ვამაყობ, რომ ეს ყველაფერი იქნება ქართველი მაყურებლისთვის. რეპერტუარში იქნება ის სიმღერაც, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩავწერე ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიურ ორკესტრთან და გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად. ეს იქნება კონცერტი ყველასთვის, რაც განსაკუთრებით საინტერესო და სასიხარულოა. ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს, დადგეს იქ, სადაც უნდა და დაესწროს კონცერტს სრულიად უფასოდ. მაგალითად, ინგლისში და ზოგადად, ევროპაში ასეთი რამ ჯერ არ ხდება. ეს არის ძალიან პროგრესული ნაბიჯი, რაც ძალიან მახარებს“, – განაცხადა ქეთი მელუამ.

ქეთი მელუა წარმოშობით ქართველი მუსიკოსია, რომელიც, წლებია, ლონდონში ცხოვრობს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში, 2003 წლიდან, რვა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი კონცერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით იმართება. მსოფლიოში ქეთია მელუას 11 მილიონზე მეტი დისკია გაყიდული. ის კომპოზიციებს ჯაზისა და ბლუზის სტილში ასრულებს.

 

კომენტარები

თბილისი თბილისის ცის ქვეშ კახა კალაძე მერია ქეთი მელუა 2018-09-16
Tags თბილისი თბილისის ცის ქვეშ კახა კალაძე მერია ქეთი მელუა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დასრულებული ბინები თბილისში

შემდეგი სტატია

სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

მსგავსი სტატიები

ქეთი დოლიძე: რას აკე­თე­ბენ ელი­ა­ვას ხი­დის ქვეშ და­ბუ­დე­ბუ­ლი ხალ­ხი? რა­ტომ არ მი­დი­ან თა­ვის სოფ­ლებ­ში?

ქეთი დოლიძე: რას აკე­თე­ბენ ელი­ა­ვას ხი­დის ქვეშ და­ბუ­დე­ბუ­ლი ხალ­ხი? რა­ტომ არ მი­დი­ან თა­ვის სოფ­ლებ­ში?

ნინო ჩხეიძე 14 იან 2021
“სამშაბათს, პარლამენტში შედგება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც მოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”

“სამშაბათს, პარლამენტში შედგება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც მოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”

20 თებ 2019

ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

28 სექ 2018

უახლესი ამბები

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

  • ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია…  #გადაარჩინემიშა

    ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია… #გადაარჩინემიშა

  • სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

    სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

  • „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

    „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge