NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერაბაშვილის მამის პროტესტს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდებიან

ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერაბაშვილის მამის პროტესტს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდებიან

14 სექ 2018 ახალი ამბები 724 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერაბაშვილის მამის პროტესტს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდებიან. თორნიკე მერებაშვილის მამის განცხადებით, მისი შვილი ავარიის შედეგად არ გარდაცვლილა, მისი თქმით, თორნიკე მერებაშვილი მოკლეს და მკვლელს ხელს აფარებენ.

„ჩემი მოთხოვნაა, ჩემი შვილის მკვლელი იყოს დასჯილი. ესენი მუშობენ სულ სხვა რამეზე და მე კიდევ ვიცი, რომ სულ სხვა რამ მოხდა. ესენი ავარიაზე მუშობენ, რომელიც არ მომხდარა. მე ვიცი, რომ ჩემი შვილი მოკლეს და მალავენ, ზევიდან არის დარეკილი, ამიტომ მოვითხოვ, შსს-დან მოვიდნენ მაღალჩინოსნები, მინისტრი, მთავარი პროკურორი და პრემიერი, ან შემხვდნენ, რომ დაველაპარაკო და ავუხსნა ყველაფერი.

მე დასაკარგი არაფერი მაქვს, მე შვილი დავკარგე. ამაზე უარესს მიიღებენ, ეს არის ზღაპარი. მკვდარი არ ვარ? შვილი მომიკვდა 18 წლის და ისიც არ ვიცი ვინ მომიკლა და არც უნდათ, რომ გამოიძიონ“,-განაცხადა მერაბ მერებაშვილმა.

სოფელ ხელთუბანთან მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. 6 ივლისს,  გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერაბაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მოთხოვენ დადგინდეს რა ვითარებაში მოხდა თორნიკე მერაბაშვილის გარდაცვალება.

თორნიკე მერაბაშვილის მამამ, შვილის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე განაცხადა, რომ მისი შვილი მოკლულია. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი მიიმალა. პოლიციამ შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე მაღაზიის გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა აქცია გარდაცვლილი ზაზა სარალიძე თემირლან მაჩალიკაშვილი თორნიკე მერაბაშვილი 2018-09-14
Tags 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა აქცია გარდაცვლილი ზაზა სარალიძე თემირლან მაჩალიკაშვილი თორნიკე მერაბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი: „ჩეხი მეწარმეები საქართველოში ახალი ბიზნესწამოწყებით არიან დაინტერესებული“

შემდეგი სტატია

პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მსგავსი სტატიები

„მივმართავთ ყველას თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან“

13 მაი 2018

პირდაპირი: როგორ აფასებთ სააკაშვილის დაკავებას?

05 დეკ 2017

ნანუაშვილის განცხადებით, „კორტების საქმის“ მოწმემ წუხილი გამოთქვა გამოძიებისთვის არასწორი ჩვენების მიცემის გამო

11 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

    ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

    საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

  • იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

    იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge