NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»Panasonic ასი წლის იუბილეს Cirque du Soleil-სთან ერთად ახალი პროექტით აღნიშნავს

Panasonic ასი წლის იუბილეს Cirque du Soleil-სთან ერთად ახალი პროექტით აღნიშნავს

14 სექ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 925 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იაპონური კორპორაცია Panasonic ლეგენდარულ კანადურ Cirque du Soleil-სთან თანამშრომლობის შესახებ აცხადებს. 2018 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით ევროპაში, ბელორუსში, საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში ონლაინ კონკურსი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები მოსინჯავენ ძალებს როგორც არტისტები, რომლებიც საკუთარ ვირტუალურ შოუებს შექმნიან. გაყიდვაში კი გამოვა ელემენტების ახალი ლიმიტირებული სერია Cirque du Soleil-ის პერსონაჟების გამოსახულებით, რომელთა გასტროლები მთელ ევროპაში მიმდინარეობს. უახლოეს თვეებში კი წარმოდგენები გაგრძელდება დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიაში, ბრაზილიასა და საფრანგეთში. 

Panasonic-ისა და Cirque du Soleil-ის თანამშრომლობა შემთხვევითი არაა, ელემენტების – Bring Magic Alive რეკლამირების კონცეფცია ძალიან ახლოსაა Cirque du Soleil-ის ფანტაზიებთან და ამ ჯადოსნურ სამყაროში კომპანია თავის ყველა გულშემატკივარს იწვევს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. Panasonic-ის ელემენტები ისე „აცოცხლებს“ საყვარელ ტექნიკას, სათამაშოებს და სხვადასხვა მოწყობილობებს, როგორც Cirque du Soleil-ის მსახიობები უსაზღვრო ნიჭითა და ოსტატობით სიცოცხლეს შთაუნერგავენ არაჩვეულებრივ დადგმებს/წარმოდგენებს, აღვიძებენ ადამიანების გრძნობებს და ამძაფრებენ ემოციებს. Panasonic-ის ელემენტების ლიმიტირებული სერია Cirque du Soleil-ის არტისტების სასცენო ფოტოების გამოსახულებით

რამდენიმე ხაზითაა წარმოდგენილი:

– რეკორდული Evoltа ენერგომოცულობითი ტექნიკისთვის (ფოტოგანათებები, სათამაშო მოწყობილობები და ა.შ.);

– პრემიალური Pro Power მაღალი ენერგომოხმარების მოწყობილობებისთვის  (მაგალითად  კბილის ელექტროჯაგრისი);

– სტანდარული Everyday Power საშუალო ენერგიის მოხმარების საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის;

– ეკონომიური  Alkaline Power საათებისთვის, დისტანციური პულტებისთვის და სხვა ტექნიკისთვის დაბალი ენერგომოხმარებით. ეს სერია გამოდის Cirque du Soleil-ის თემატური სტიკერებით.

თანამშრომლობის ფარგლებში დამატებით ონლაინ კონკურსიც იწყება. კონკურსი ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას მოსინჯოს საკუთარი თავი Cirque du Soleil-ის არტისტის როლში და შექმნას საკუთარი შოუ. ვებ გვერდზე cirquedusoleil.panasonic-batteries.com რეგისტრაციის შემდეგ, „არტისტმა“ თავის ვირტუალურ დარბაზში რაც შეიძლება მეტი მეგობარი უნდა მოიწვიოს. თითოეული მაყურებლის სანაცვლოდ გროვდება ქულები და ამ ქულებით მოგვიანებით შესაძლებელია Cirque du Soleil-ის ყველაზე შთამბეჭდავი ნომრების ვიდეორგოლების ნახვა. მონაწილეები, რომლებიც თავიანთ წარმოდგენებზე ყველაზე მეტ მაყურებელს შეაგროვებენ, მიიღებენ მთავარ პრიზებს. პირველ ტურში გამარჯვებული, რომელიც აგვისტოს შედეგების მიხედვით შეირჩევა, გაემგზავრება ლეგენდარული კომპანიის სამშობლოში, კანადაში და დაესწრება შოუს Corteo მონრეალში! მეორე ტურის გამარჯვებული დეკემბრის შედეგების მიხედვით გამოვლინდება. ის კომპანიის ერთერთ მუდმივ შოუზე ლას ვეგასში (აშშ) გაემგზავრება. დანარჩენი მონაწილეები კი Cirque du Soleil-ის საფირმო სუვენირებსა და Panasonic-ის პროდუქციას გაინაწილებენ.

Panasonic:

კორპორაცია Panasonic – ელექტრონული ტექნოლოგიებისა და საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის, მშენებლობების, საავტომობილო მრეწველობის, ეკონომიკისა და ბიზნესის სხვადასხვა დარგებისათვის შექმნილი გადაწყვეტილებების მიმართულებით მსოფლიო ლიდერია. კორპორაცია, რომელიც 2018 წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, აქტიურად ვითარდება მსოფლიო ბაზრებზე და დღეს წარმოდგენილია 591 ქვედანაყოფით და 88 შვილობილი კომპანიით ყველა რეგიონში. Panasonic-ის გაყიდვების მთლიანმა მოცულობამ 2017 წელს შეადგინა 61,4 მლრდ ევრო (7,982 ტრლნ იენი). კორპორაცია მიისწრაფის რომ შექმნას ახალი ღირებულებები, თავისი ბიზნესის ცალკეული  მიმართულებებიდან სხადასხვა ინოვაციების გაერთიანებით და იყენებს საკუთარ ტექნოლოგიებს იმისათვის, რომ ადამიანებისა და ზოგადად საზოგადოების ცხოვრება გააუმჯობესოს. უფრო დაწვრილებით ინფორმაცია Panasonic-ის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ გვერდებზე: http://www.panasonic.com/global და http://www.panasonic.com/ua.

Cirque du Soleil Entertainment Group:

1984 წელს, ქუჩის 20 არტისტის გაერთიანებით,  Cirque du Soleil Entertainment Group-მა შეიძლება ითქვას თავიდან გამოიგონა ცირკი და გართობის ინდუსტრიაში ერთერთ ყველაზე მასშტაბურ კომპანიად გადაიქცა.  კანადური კომპანია მონრეალში გაჩნდა, სადაც დღეს მისი შტაბ ბინა მდებარეობს.  დაფუძნების დღიდან Cirque du Soleil Entertainment Group-მა მსოფლიოს 60 ქვეყნის 450 ქალაქის 190 მილიონზე მეტი მაყურებელი გააბედნიერა. კომპანიაში მსოფლიოს თითქმის 50 ქვეყნიდან 4000 ადამიანი მუშაობს, მათ შორის 1400 არტისტია.

Cirque du Soleil Entertainment Group ფართო სპექტრის ყველაზე თამამი და ამბიციური პროექტებისთვის  ქმნის კონტენტს. მათი მსოფლიოში აღიარებული საფირმო დადგმებზე მუშაობის  გარდა, Cirque du Soleil Entertainment Group აფართოვებს შემოქმედებით საქმიანობას გართობის ისეთი სახეობების მიმართულებით, როგორებიცაა: მულტიმედიური შოუები, თემატური პარკები და სპეციალური ღონისძიებები. Cirque du Soleil Entertainment Group მისი ორი მთავარი ინსტრუმენტის – ხელოვნებისა და წარმოსახვის დახმარებით მიისწრაფის დატოვოს დადებითი კვალი პლანეტაზე, ცალკეული ადამიანებისა და მთელი საზოგადოების ცხოვრებაში.  დაწვრილებით Cirque du Soleil Entertainment Group-ის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე: cdsentertainmentgroup.com.

[R]

კომენტარები

პანასონიკი 2018-09-14
Tags პანასონიკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ერგნეთის შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლება ჩაშალეს

შემდეგი სტატია

პროკურატურა ლევან ყიფიანს 17 სექტემბერს, ხოლო ზაზა ოქუაშვილს თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს

მსგავსი სტატიები

„გაიწირა ისევ ქალი, 5 წლის ბავშვის დედა – ყოველთვის ასე ხდებოდა – ნაბიჭვარი კაცები“

„გაიწირა ისევ ქალი, 5 წლის ბავშვის დედა – ყოველთვის ასე ხდებოდა – ნაბიჭვარი კაცები“

11 მაი 2018
„ნარკოლიბერასტი ჭინკების კლოაკა სამი კონცენტრული შრისაგან შედგება“

„ნარკოლიბერასტი ჭინკების კლოაკა სამი კონცენტრული შრისაგან შედგება“

29 მაი 2018
„ვიმედოვნებთ, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს“

„ვიმედოვნებთ, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს“

11 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge